in

მალე Samsung Galaxy Ring-ის გაყიდვები იწყება

veon
veon

Unpacked 2024-ზე Samsung-მა უფრო მეტი დეტალი გვამცნო Galaxy Ring-ის შესახებ, რომლითაც, შეიძლება ითქვას, რომ თითქმის დაამარცხა Apple, Google და სხვა მსგავსი მოწყობილობების ავტორები… მართალია, ადრეც ვვარაუდობდით, რომ ბეჭდის გაყიდვები ამ წლიდან დაიწყებოდა, მაგრამ ახლა უკვე დანამდვილებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ 24 ივლისიდან Samsung Galaxy Ring-ის ყიდვას შეძლებთ. თანაც წინასწარი შეკვეთები გუშინ დაიწყო

ისიც უნდა ითქვას, რომ უშუალოდ სამსუნგისგან ბეჭდის დამატება ტარებად მოწყობილობებში პერსპექტიული რამდენიმე მიზეზის გამოა: პირველი, უკვე Oura-მ და სხვა კომპანიებმა დაამტკიცეს, რომ კონკრეტული მოწყობილობის მიმართ ინტერესი არსებობს, მეორე კი იმიტომ, რომ აქ ფუნქციონალი კი არ ცვლის, არამედ აძლიერებს ყველა იმ მოწყობილობას, რომელსაც სამსუნგი გვთვავაზობს.

ბეჭდის დიზაინი შეზღუდულია, არც ეკრანი აქვს და ჩვენზე თვალის დევნებისთვისაც მეტად მსუბუქი მიდგომა აქვს შერჩეული. Samsung ამას აღწერს, როგორც ჯანმრთელობის 24-7-ზე მონიტორინგს, რასაც ბატარეის 7-დღიან ხანგრძლივობას უნდა ვუმადლოდეთ. ამისთვის კი 399 დოლარი დაგჭირდებათ.

უფრო ზუსტად რომ გითხრათ, Galaxy Ring-ს მომხმარებლის ძილის ჩვევებზე დაკვირვება შეუძლია, მოწყობილობა ძილის ქულას მრავალი საზომის მიხედვით შემოგთავაზებთ, იქნება ეს მოძრაობა, გულისცემა თუ სუნთქვის სიხშირე. ციკლსაც ადევნებს თვალყურს, რომელიც მფლობელის კანის ტემპერატურას აკვირდება ძილის დროს. იმითაც გვამშვიდებენ, რომ პროდუქტის მცირე ზომა ჭკვიან საათზე უკეთეს კომპანიონად აქცევს მას…

რაღა თქმა უნდა, აქ Galaxy AI დიდ როლს თამაშობს, აერთიანებს ძილის, აქტივობებისა და გულისცემის მაჩვენებლებს, რათა ერთად შემოგვთავაზოს ის, რასაც სამსუნგი ჰოლისტურ ინსაითებსა და მოტივაციურ წახალისებას უწოდებს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი აქ ის არის, რომ აღნიშნული ფუნქციები ფასიანი გამოწერის გარეშეა ხელმისაწვდომი.

„დიდი სურვილი მაქვს, მქონდეს ექსპერიმენტული მეურნეობა და შევქმნა ახალი პროდუქტი“ – „აგროსფეროს“ სტიპენდიატი

„ფინო“ — წარმატებული ურთიერთობების 13-წლიანი ამბავი