in

Samsung Galaxy S10-ის გამოსვლის თარიღი ცნობილია 

veon
veon

ტექნოლოგიური სიახლეები, როგორც ჩანს, მომდევნო წელსაც აქტუალური იქნება. 2019 წლის თებერვალში Samsung Galaxy S10 გამოვა. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დაადასტურა, რომ მისი დიზაინი წინამორბედებისაგან ძალიან განსხვავებული იქნება.

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=wSdTe59HYPY[/embedyt]

 

გავრცელებული ინფორმაციით, ახალ, Galaxy S10-ს უჩარჩოო, 5,8 დიუმიანი (დაახლ.15 სმ) ეკრანი, 5G მხარდაჭერა და 5 კამერა ექნება. მედიის ცნობით, კომპანია მომხმარებელს შავ, თეთრ, მწვანე, ვერცხლისფერ და ვარდისფერ მოდელებს შესთავაზებს.

თუმცა, ეს ყველაფერი არის – Samsung თებერვალში, ასევე, წარადგენს Galaxy S10+ მოდელს. არსებული ინფორმაციით, მას 12+16+20 მეგა პიქსელიანი სამი ძირითადი კამერა და ბიომეტრიული სკანერით  აღჭურვილი ეკრანი ექნება.

Techradar-ის ცნობით, Samsung ახალ მოდელებს მობილური ინდუსტრიის ყველაზე მასშტაბურ გამოფენა Mobile World Congress 2019-ზე (25 თებერვალი-1 მარტი) წარადგენს.

„ემოციური დღეები იყო, კმაყოფილი ვარ!“ – პირლოს ვიზიტი საქართველოში დასრულდა

ფიროსმანის ნახატი „ქართველი ქალი ლეჩაქით“ „სოთბის“ აუქციონზე გაიყიდება