22
Nov
2018

როგორი იქნება Samsung Galaxy S10?

22 Nov 2018

veon
veon


ახლოვდება ახალი წელი, რაც “სამსუნგისთვის” Galaxy-ის ახალი მოდელის გამოსვლას მოასწავებს. აღსანიშნავია, რომ S სერიას ათი წელი უსრულდება. როგორც კომპანია აანონსებს, მისი ფლაგმანი სმარტფონი Galaxy S10 წლის დასაწყისში გამოვა. როგორც Wall Street Journal აცხადებს, ახალი ტელეფონის ეკრანი 5.8-6.4 ინჩიანი იქნება. თუ ჭორებს დავუჯერებთ, სმარტფონს 3-დან 5 კამერამდე ექნება. Wall Street Journal-ის თქმით, კომპანია 6.7 ინჩიან ეკრანზეც მუშაობს, რომელსაც 5G მხარდაჭერა ექნება. როგორც ცნობილია, სმარტფონის ამ ვერსიას ექვსი კამერა ექნება – ორი წინ და ოთხი – უკან.

ჯერჯერობით დაუზუსტებელია ინფორმაცია, ექნება თუ არა S10-ს სხვა სმარტფონის უკაბელოდ დამუხტვის შესაძლებლობა. ჩვენ უკვე გიამბეთ, რომ ახალ მოდელს პროცესორი Exynos 9820 ექნება.

უფრო დიდი ეკრანი, გამძლე ბატარეა, მეტი კამერა და სწრაფი შესრულება კარგია, თუმცა პროგრამული უზრუნველყოფის დახვეწა “სამსუნგის” გამოწვევად რჩება. მართალია, “სამსუნგმა” შექმნა “ბიქსბი” – ხმოვანი ასისტენტი, თუმცა ის ახლოსაც ვერ მივა Amazon Alexa-სთან, Google Assistant-სა და Apple’s Siri-სთან.

განხილვა