in

Samsung Galaxy S20-ის პრეზენტაცია საქართველოში! 

11 თებერვალს, „სამსუნგ გალაქსის“ ახალი S20 სერიის ფლაგმანი მოდელები, მსოფლიო მომხმარებლის წინაშე, ოფიციალურად წარსდგა.

bog
bog-mob

 

„სამსუნგის“ საქართველოს წარმომადგენლობამ ადგილობრივი პრეზენტაცია ქართველი მომხმარებლისა და მედიისთვის 25 თებერვალს გამართა და მათ უახლესი მოდელები გააცნო: Galaxy S20, Galaxy S20+, Galaxy S20 Ultra და Galaxy Z Flip.

ღონისძიება თბილისში, ივენთ ჰოლ „რესპუბლიკაში“, კოსმოსური გარემოს თანხლებით გაიმართა. პრეზენტაციაზე „სამსუნგის“ წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს ახალი მოდელების შესახებ, რის შემდეგაც დამსწრეებს სმარტფონების დატესტვის შესაძლებლობა მიეცათ.

წარმოდგენილი მოდელებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას Galaxy S20 Ultra სმარტფონში გამოყენებული რევოლუციური კამერა იპყრობს. ის აღჭურვილია 108 MP მთავარი, 12 MP ულტრაგანიერი, TOF 3D კამერა უკეთესი სიღრმის ეფექტისთვის და რაც მთავარია, 48 MP პერიოსკოპიული ტიპის ტელეფოტო კამერით. კამერების ასეთი წყობა ფოტოგადაღების არნახულ დეტალიზაციას, ფერების სიმკვეთრეს, იდეალურ დინამიკურ დიაპაზონსა და კოსმოსურ ზუმს გვპირდება.

Galaxy S20 Ultra-ს შესაძლებლობა აქვს, ვიდეოები 8K ფორმატში გადაიღოს, რაც სმარტფონისთვის აქამდე წარმოუდგენელი იყო. S20 Ultra ერთადერთი სმარტფონია Space Zoom ფუნქციით, რომელიც გადასაღები ობიექტის 100-ჯერ მოახლოების საშუალებას იძლევა, ხოლო ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობილი Single Take ფუნქციით, სმარტფონი ერთი კადრის გადაღებისას ყველა კამერას იყენებს და მომხმარებელს განსხვავებული ტიპისა და პერსპექტივის ფოტოებს აჩვენებს. ასევე, ეფექტურ კოლაჟს ქმნის.

რაც შეეხება S20 სერიის სხვა მოდელებს, Galaxy S20 და Galaxy S20+ წარმოდგენილია 6.2 და 6.7 ინჩიანი უსაზღვრო “O” ტიპის დინამიკური AMOLED ეკრანებით, რომლებშიც ასევე, გამოყენებულია ეკრანის განახლების 120 Hz ტექნოლოგია. სმარტფონები აღჭურვილია 8 GB-იანი ოპერატიული მეხსიერებით, ხოლო აკუმულატორის მოცულობა, შესაბამისად 4,000 და 4,500 mAh შეადგენს. ორივე სმარტფონში გვხდება ახალი, Exynos 990-ის 7nm-იანი პროცესორები, რაც Samsung-ის პროგრამულ ოპტიმიზაციასთან ერთად მათ მსოფლიოში უსწრაფეს მოწყობილობებად აქცევს. Galaxy S20-ში წარმოდგენილია 3 მთავარი კამერა: 12 MP განიერი, 12 MP ულტრაგანიერი და 64 MP ტელე-ფოტოკამერა. რაც შეეხება მოდელს Galaxy S20+, უკეთესი სიღრმის ეფექტისთვის მას დამატებული აქვს მე-4  TOF 3D კამერა (ფრონტალური კამერა 10MP). კამერების ასეთი შეთავსება მომხარებელს, ნებისმიერ გარემოში, იდეალური ფოტოებისა და ვიდეოების გადაღების საშუალებას აძლევს.

„სამსუნგი“ შეეცადა, Galaxy S20 სერიის მოდელებში მისი შესაძლებლობების სრული რეალიზაცია მოეხდინა. წელს, ბრენდის ერთგულმა მომხმარებლებმა გალაქსის სმარტფონები იხილეს, რომელებიც გამოირჩევიან სისწრაფით და მრავალფეროვანი და დახვეწილი კამერათა სისტემა აქვთ.

გარდა ამისა, წელს, „სამსუნგმა“  განახლებული დაკეცვადი ეკრანის მქონე სმარტფონი Galaxy Z Flip წარმოადგინა, რომელიც ვიზუალთან ერთად, ფლაგმანური მახასიათებლებით გამოირჩევა. მასში გამოიყენება ინოვაციური დასაკეცი მინის ეკრანი.  აღჭურვილია Qualcomm-ის 7nm-იანი პროცესორით. სმარტფონის უნიკალური დიზაინი მის მფლობლეს საშუალებას აძლევს, „სელფი“ დისტანციურად გადაიღოს და ეკრანი და კამერა სასურველი დახრის კუთხით გააჩეროს.

Galaxy S20 სერიის წინასწარი შეკვეთები საქართველოში 12 თებერვლიდან დაიწყო და 9 მარტამდე გაგრძელდება. ყველა, ვინც ტელეფონს ამ პერიოდში შეუკვეთს, საჩუქრად Samsung Galaxy Buds+ ყურსასმენებს მიიღებს. წინასწარი შეკვეთის პერიოდშივე იმოქმედებს Trade-In აქცია, ანუ მომხმარებელს საშუალება ექნება, ძველი სმარტფონი შეაფასებინოს და Galaxy S20 სერიის მოდელები განსაკუთრებულ ფასად მიიღოს. 13 მარტიდან კი, Galaxy S20-ის სმარტფონები ოფიციალურად ჩაეშვება გაყიდვებში.

ბრენდი გვახსენებს: „სმარტფონების შეძენა რეკომენდებულია მხოლოდ „სამსუნგის“ ოფიციალური ჰოლოგრამით. ჰოლოგრამიან სმარტფონს გააჩნია ოფიციალური გარანტია და ავტორიზებული სერვის ცენტრის მომსახურება. დაზიანების შემთხვევაში, თქვენ მხოლოდ სერტიფიცირებული ტექნიკოსები მოგემსახურებიან და დაზიანებული ნაწილები აუცილებლად ორიგინალი ნაწილებით ჩანაცვლდება. ოფიციალურ მოწყობილობებზე თქვენ წვდომა ყველა ოფიციალურ სერვისზე, ფუნქციასა და აპლიკაციაზე გექნებათ.  ასე რომ, Samsung მოგიწოდებთ, სმარტფონები მხოლოდ „სამსუნგის“ ოფიციალური ჰოლოგრამით შეიძინოთ“.

„ყოველთვის გახსოვდეს, რომ ჰოლოგრამა გიცავს!“

[R]

„ახალგაზრდობის სააგენტომ“ 1 000 000-იანი ფონდის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

EURO 2020-ის ფინალზე დასწრების შანსი – „სოკარი“ დიზაინერების კონკურსს აცხადებს