მართალია, Samsung Galaxy S22-ის პრეზენტაცია პირდაპირ აუდიტორიასთან ვერ ჩატარდება, მაგრამ კომპანიამ საუკეთესო გამოსავალი იპოვა — ახალი მოდელის პრეზენტაცია მეტავერსში შედგება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ Galaxy-ს ფანებს NFT-ის მიღება შეეძლებათ.
Samsung 837X Decentraland პორტალით, კომპანია გულშემატკივრებს ღონისძიების ყურების საშუალებას აძლევს და პრიორიტეტს კვლავ გარემოზე ზრუნვას ანიჭებს. მან ხომ ახალი “გალაქსის” ფლაგმანების დასამზადებლად ოკეანის სათევზაო ბადე გამოიყენა.
Galaxy S22 და NFT მეტავერსში
NFT-ების მოსაპოვებლად მონაწილეებს კონკრეტულ თამაშებში ჩართვა მოუწევთ. ციფრული სამყაროს პერსონაჟი მოთამაშეებს ეტყვის, როგორ დაიწყონ ძებნა. მათ შენობის შიგნით და მის გარშემო 10 გადამუშავებადი პროდუქტის ყუთი უნდა იპოვონ. ამის შემდეგ კი მისცემენ თესლს, რომელიც “მდგრადობის ტყეში” უნდა დათესონ.
მონაწილეებს სამსუნგის მეტავერსში დაბრუნება 14 თებერვალს მოუწევთ, რათა ძებნა დაასრულონ, NFT მიიღონ და ტყის მიმართ სიყვარული გამოხატონ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მონაწილეებს სხვა სიურპრიზებსაც შესთავაზებენ. მოსალოდნელია მეორე ნადირობაც, რომელიც მონაწილეებს კიდევ ერთ ექსკლუზიურ NFT სამკერდე ნიშანს მისცემს.
როგორც ხედავთ, Samsung-ის მარკეტინგის დეპარტამენტმა Galaxy S22 კომპანიის გარემოსდაცვით ინიციატივებთან, ვალენტინობის დღესთან, მეტავერსსა და NFT-ებთან დააკავშირა. Samsung Galaxy S22-ის პრეზენტაციის ნახვას კი მეტავერსის გარდა, YouTube-შიც შეძლებთ.













