in ,

როგორ დაამარცხა დენი გლოვერმა დრო? – Samsung Galaxy S7-ის რეკლამა

სმარტფონი, თავისი დამჯდარი ელემენტით, ამჯერად Samsung-ის სარეკლამო რგოლის მთავარი გმირია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ Samsung-ი პრობლემის გადაჭრის ახალ გზას გვთავაზობს.

დრო არასოდეს არის საკმარისი. ადამიანები მასზე გამარჯვებას დიდი ხანია უშედეგოდ ცდილობენ. მისი ყიდვა შეუძლებელია, ამიტომ ყველაზე მეტად დროის ამოწურვის გვეშინია. Samsung-ის ახალი სარეკლამო რგოლის მთავარი გმირიც სწორედ დრო არის.

 

https://www.youtube.com/watch?v=dmnR0XncYAU

 

Samsung Galaxy s7 edge-ის ელემენტი, რომელიც უსადენოდ იმუხტება, კომპანიის თქმით Galaxy-ის მოდელებს შორის ყველაზე მეტი გამძლეობით გამოირჩევა.

სარეკლამო სააგენტო W+K PORTLAND-ის მიერ გადაღებულ ვიდეორგოლში მთავარ როლს ამერიკელი მსახიობი Danny Glover ასრულებს. იუმორისტულ რგოლში მსახიობი იმ ფილმების პაროდიას აკეთებს, რომლებშიც დრო გადამწყვეტი ფაქტორია. რგოლის დასასრულს მსახიობი რეკლამას მეუღლესთან ერთად უყურებს და ირწმუნება, რომ ეს მისი საუკეთესო ნამუშევარი არ არის. 

როგორ უმარტივებს Visa მოგზაურობას რიოსკენ მიმავალ სპორტსმენებს – კამპანია Carpool

შანხაის KFC–ში მომხმარებელს რობოტი მოემსახურება