ტექნოლოგიის განვითარებამ უამრავი ინფორმაცია და პროცესი გაცილებით უფრო მარტივი, ამასთან, ხელმისაწვდომი გახადა. თუმცა, პროგრესი იმდენად სწრაფი და მნიშვნელოვანია, რომ ყველა პატარა ცვლილებაც კი, საკმაოდ შესამჩნევია ხოლმე. ამ ფაქტის კარგი მაგალითია Samsung-ის ახალი სარეკლამო ვიდეორგოლი, რომელიც კომპანიისთვის სააგენტო Willie Beamen-მა მოამზადა. ვიდეო #DoItBetter-ი მომხმარებლისთვის ფოტოს, ვიდეოს გადაღების ძველ და ახალ ხარისხს ერთმანეთს ადარებს.














