26
Feb
2018

როგორია Samsung Galaxy S9 და S9+? – ოფიციალური ვიდეორგოლი

26 Feb 2018

Elit Electronics
Elit Electronics


ბარსელონაში მობილურის მსოფლიო კონგრესი უკვე შედგა და საზოგადოებამ Samsung-ის ახალი Galaxy S9 ოფიციალურად გაიცნო. თუმცა, კონგრესს წინ საინტერესო მოვლენა უძღოდა, ბრენდის ოფიციალური ვიდეორგოლი ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე Youtube-ზე შემთხვევით გავრცელდა. მართალია, კომპანიამ რეაგირება მაშინვე მოახდინა და ვიდეო ინტერნეტ სივრციდან დაუყოვნებლივ გააქრო, თუმცა, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა მისი ხილვა მაინც შეძლო. ასეა თუ ისე, პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა და Samsung-მა Apple-თან თავისი კონკურენციის საკითხიც მორიგ საფეხურზე აიყვანა. თუ კონკურენტის X-ს ემოჯის მომხმარებლის ხმის და მიმიკების საშუალებით ალაპარაკების ფუნქცია აქვს, S9 უშუალოდ სმარტფონის მფლობელს აქცევს ანიმაციურ პერსონაჟად. ბლოკის მოხსნის საკითხში Samsung-ი პოზიციებს აშკარად არ თმობს. მაშინ, როდესაც Apple მხოლოდ Face ID-ს გვთავაზობს სამსუნგი თითის ანაბეჭდის ამომცნობსაც ტოვებს, უბრალოდ ლოკაციას უცვლის და მას უფრო მოსახერხებელ ადგილას ათავსებს. როგორც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ Galaxy S9 ბაზარზე ახალ სტანდარტებს ამყარებს და საზოგადოებაც მოუთმენლად ელის სმარტფონის გაყიდვაში ჩაშვებას.

 

განხილვა