Samsung-მა “Galaxy Tab S”-თვის ახალი სატელევიზიო რეკლამა გადაიღო. ამჯერად განსაკუთრეული ყურადღება ეკრანს დაეთმო.
ეკრანის ხარისხის დემონსტრაციისთვის ტესტირება ადამიანის მაგივრად ფრინველზე ჩაატარეს. ტესტირებისთვის შევარდენი შეირჩა, რომელსაც რვაჯერ უფრო მკაფიო მხედველობა აქვს ვიდრე ადამიანს. კრეატორებს აინტერესებდათ შეამჩნევდა თუ არა შევარდენი ეკრანსა და რეალობას შორის სხვაობას.
ვიდეოში ახალგაზრდა მიწაზე პლანშეტს ტოვებს, რომელზეც მწვანე ბალახი და თაგვია გამოსახული. შევარდენი თაგვს შეამჩნევს და ნადავლის მოსაპოვებლად მიფრინავს. ვიდეოს მიზანია დაამტკიცოს, რომ გამოსახულება რეალურთან მაქსიმალურად მიახლოვებულია და ამას შევარდენის მხედველობაც ვერ არჩევს.
რა თქმა უნდა ისე როგორ იქნებოდა სამსუნგს Apple გამორჩენოდა და ნამუშევრის აღწერაში მიუთითეს, რომ კვლევის შედეგად Galaxy Tab S-ი iPad Air 2-ზე უკეთესია.