in

რა წარადგინა Samsung-მა Galaxy Unpacked-ის ღონისძიებაზე?

კომპანია გამუდმებით ზრუნავს თავისი პროდუქტის დახვეწაზე

veon
veon

მიუხედავად მსოფლიოში შექმნილი ვითარებისა, Samsung არ ჩერდება და სულ უფრო მეტად ზრუნავს თავისი პროდუქტის დახვეწაზე. 14 იანვარს ღონისძიება “Galaxy Unpacked” უკვე მეორედ ჩატარდა ონლაინ რეჟიმში, სადაც კომპანიამ სამი ახალი სმარტფონი წარადგინა – Galaxy S21, S21+, და S21 Ultra. 

როგორც ხვდებით, ბრენდი ამ ეტაპისთვის ძირითად ხაზად Galaxy-ის მოდელების განვითარებას ირჩევს. სამივე ახალი სმარტფონი ბოლო დროის საუკეთესო ჩიპით იკვებება – Snapdragon 888, რომელიც 25%-ით აუმჯობესებს ცენტრალური პროცესორის მუშაობას და 35%-ით ზრდის გრაფიკულ სურათს.

სამივე ტელეფონი Samsung-ის Dynamic AMOLED 2X პანელებს იყენებს. შესაბამისად, ჩვენებასთან დაკავშირებით ბევრი რამ არ შეცვლილა, რასაც ვერ ვიტყვით კამერის მახასიათებლებზე, რომლებიც საგრძნობლად შეიცვალა – გარდა პორტრეტის რეჟიმის გაუმჯობესებისა, მობილურს დაემატა ახალი “რეჟისორის” ფუნქცია. მისი მეშვეობით შეგიძლიათ, ობიექტივი უშუალოდ გადაღების დროსაც შეცვალოთ და თანაც, ერთდროულად წინა და უკანა კამერით გადაიღოთ.

ერთ-ერთ ვიზუალურად ეფექტურ მხარეს უკანა კამერა წარმოადგენს, რომლებიც ერთიან პანელს ერწყმის და მისთვისცალკე მოდული არ არის გამოყოფილი.

Samsung-ს Wi-Fi-ის უდიდესი განახლებაც არ დავიწყნია და S21 Ultra-ს მისი ექსკლუზიური მხარდაჭერა აქვს.

ეს კი კომპანიის მიერ შემოთავაზები ქეისია, რომელიც სპეციალურად S Pen-ის მოსათავსებლად შეიქმნა.

Samsung-მა ასევე წარმოგვიდგინა თრექერი – Galaxy SmartTag, რომელიც შეგიძლიათ ნებისმიერ სასურველ ნივთს დაუკავშიროთ, როგორიცაა ზურგჩანთა, გასაღები ან თუნდაც შინაური ცხოველის საყელო. ამ მოწყობილობის და აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელია, აკონტროლოთ, სად იმყოფება ისინი.

და ბოლოს, ეარბადები – Galaxy Buds Pro, უსადენო პრემიუმ მოდელი, რომელსაც ხმაურის დამხშობი ფუნქცია აქვს. ის პატარა, კომპაქტური დიზაინით გამოირჩევა. აუდიოფილებს განსაკუთრებით აღაფრთოვანებთ ორმაგი დრაივერის დიზაინი, მაშინ როცა ყურსასმენების უმეტესობას მხოლოდ ერთი დრაივერი აქვს, რომელიც ყველა სიხშირეს ამუშავებს.

 

 

„პროკრედიტ ბანკის“ შენობამ, ენერგო და რესურს ეფექტურობისთვის, Edge-ს საერთაშორისო სერტიფიკატი მიიღო

Samsung-მა თვითის დასაწერად iPhone გამოიყენა