in

როგორია Samsung Galaxy Watch 3 – ვიდეოინსტრუქციებმა პრეზენტაციამდე გაჟონა

veon
veon

ჭკვიანი საათის მორიგ მოდელს – Galaxy Watch 3-ს Samsung ხვალ, 5 აგვისტოს, Galaxy Note 20-ის სერიებთან ერთად, ოფიციალურად წარადგენს. პრეზენტაციამდე ერთი დღით ადრე კი მისმა ვიდეოებმა გაჟონა. ქვემოთ მოცემული ორი, ინსტრუქციის ტიპის ვიდეო გვიჩვენებს საათის გადატვირთვისა თუ ვიდჯეტების დამატებისთვის გამოსადეგ მითითებებს. ვიდეოებში კარგად ჩანს საათის ინტერფეისი და დიზაინი, ასევე ის, თუ როგორ შეგვიძლია მისი გამოყენება. მაგალითად, საათზე თითის მარჯვნივ გადასმით შეტყობინებების მენიუ ჩნდება, მარცხნივ გადასმით კი ვიდჯეტებზე, ვარჯიშის რეჟიმსა თუ აპლიკაციებზე გვაქვს წვდომა. თითის ქვემოთ ჩამოსმით კი ეკრანზე ძირითადი ხატულები ჩნდება, რომლითაც სხვადასხვა ფუნქციის გააქტიურება სწრაფად შეგვიძლია.

რაც შეეხება მოდელის ფასსა და სხვა სპეციფიკაციებს, ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ხვალ შევიტყობთ. Galaxy-ს სერიებისადმი მიძღვნილი ღონისძიება კი ონლაინ, 5 აგვისტოს, თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება.

რჩევები Google-ისგან, რომელიც გუნდის დისტანციურად მართვაში დაგეხმარებათ

კვირაში ერთხელ, “ჩაეტიე წუთში”! – კოტორას და შველოს ვიდეოგამოწვევა საკუთარ თავს