Samsung Galaxy Watch-ის მომხმარებლებისთვის საინტერესო სიახლე გვაქვს — Galaxy Time-ის საათების ახალი კოლექციით მათ უკვე შეუძლიათ, კონკრეტული პლანეტების დრო გაიგონ. ეს კი სამსუნგმა ევროპის კოსმოსურ სააგენტოსთან და Leo Burnett Deutschland-თან თანამშრომლობით მოახერხა. კოსმოსის მოყვარულებს შესთავაზა კოლექცია, რომელიც მათ მზის სისტემის რვავე პლანეტის საათისა და მდებარეობის კონტროლის საშუალებას მისცემს. ისინი ჩვენივე მთვარის შესახებაც მიიღებენ ამ ინფორმაციებს.
ამგვარად, Galaxy Time-ის ციფერბლატის თითოეული გამოსახულება კონკრეტულ ციურ სხეულს გვთავაზობს, უნიკალური საათით, რომელიც პლანეტის ბრუნვის სიჩქარეს ასახავს. ეს იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ნახოთ, როგორ მიდის დრო მერკურზე, დედამიწასთან შედარებით, ან რამდენ ხანს გრძელდება დღე იუპიტერზე. მაჯაზე დახედვისთანავე შეგეძლებათ გაიგოთ, რამდენი მთვარე ბრუნავს მაგალითად სატურნის ირგვლივ. ამასთან, თქვენი საათი თითოეული პლანეტის პოზიციასაც აკონტროლებს რეალურ დროში.
ამ წამოწყებაში ESA-ს ჩართულობა კი იმაზე მიგვითითებს, რომ Galaxy Time-ის მონაცემები სანდოა. მაგალითისთვის გვეუბნება, რომ ვენერაზე დრო გაცილებით ნელია და მისი ერთი დღე დედამიწის 243 დღეს უდრის.
Galaxy Time-ის კოლექციის უფასოდ ჩამოტვირთვას Google Play Store-დან მარტივად შეძლებთ და იგი Samsung Galaxy Watch-ის მოდელებთანაც თავსებადია.