in

Apple Vision Pro-ს სამსუნგი ახალი Galaxy XR-ით უპირისპირდება

რა ხდება როდესაც გაფართოებულ რეალობას AI-ის ირგვლივ აგებთ, რომელიც ხედავს, ესმის და პასუხობს ზუსტად ისე, როგორც თქვენი კომპანიონი და არა, უბრალო ხელსაწყო? სწორედ ეს კითხვა დასვა სამსუნგმა, შემდგომ კი პასუხი Galaxy XR-ით შესთავაზა მომხმარებლებს. 

ახლადგამოშვებული მოწყობილობა Android XR-ზე მუშაობს, Gemini-იც აქვს ინტეგრირებული და ასე Samsung-ის, Google-ის და Qualcomm-ის საერთო ხედვას ასახავს, რომლის მიხედვითაც გაფართოებული რეალობა ყოველდღიურ ცხოვრებაშიც უნდა გამოგვადგეს და იგი მხოლოდ ტექნოლოგიური დემონსტრაციებისთვის აღარ იყოს. 

Galaxy XR-ის მთავარი მახასიათებელი ეკრანის გარჩევადობა და ხედვაა, ჩათვალეთ, რომ მასზე ხელოვნური ინტელექტია მიმაგრებული, რითაც ზუსტად იმას ხედავს, რასაც თქვენ მისი კამერებით, მსგავსად ესმის და რეაგირებს ხმით, მხედველობითა თუ ჟესტებით. პრაქტიკაში რომ გადმოვიტანოთ ეს ყველაფერი, იმას ნიშნავს, რომ სამსუნგის ახალი მოწყობილობის საშუალებით Google Maps-ში ნავიგაცია 3D რეჟიმში შეგიძლიათ და Gemini-ისთვის პერსონალიზებული რჩევების თხოვნა ახლოს მდებარე ადგილების შესახებ. ხოლო იუთუბზე ვიდეოს ყურებისას შეგიძლიათ მეტი ინფორმაცია მოსთხოვოთ იმის შესახებ, რასაც ხედავთ და პასიური გამოცდილება აქტიურ სწავლებად გადააქციოთ. 

Circle to Search ფუნქცია კი საშუალებას მოგცემთ, ეკრანზე არსებული ნებისმიერი რამ უბრალოდ შემოხაზოთ და ასე მეტი გაიგოთ მის შესახებ. ასე კი სურთ, პრაქტიკაში გაჩვენონ, რა შედეგი მოაქვს, როცა AI ინტერფეისის ნაწილი ხდება თქვენსა და გაფართოებულ რეალობას შორის. 

ფიქრობენ, რომ მომხმარებლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მოწყობილობის გამოყენებისას შემდეგი სამი ფუნქცია იქნება:

  • Spatial Computing for Productivity — როგორც სახელი გეუბნებათ, პროდუქტიულობის გასაზრდელად შეიქმნა, რაც იმას ნიშნავს, რომ Galaxy XR-ით თქვენ გარშემო რამდენიმე ვირტუალური ეკრანი შეგიძლიათ გქონდეთ გახსნილი, მაგალითისთვის გაქვთ შესაძლებლობა, ერთდროულად გახსნათ სამი საიტი, უყუროთ იუთუბს და შეუერთდეთ Meet-ის ჩართვას. ამგვარად, ლეპტოპს კი არ ჩაგინაცვლებთ, არამედ უფრო მოქნილ სამუშაო სივრცეს შემოგთავაზებთ ნებისმიერ ადგილზე. 
  • Auto-Spatialization of Photos and Videos — 2D ფოტოებსა და ვიდეოებს 3D გამოცდილებებად აქცევს, მეტ სიღრმესა და რეალობას შემატებს მას, რასაც ჩვეულებრივი ბრტყელი ეკრანები არ გვთავაზობს. მართალია, შედეგი დიდწილადაა დამოკიდებული თავდაპირველ ხარისხზე, მაგრამ მოგონებებს მაინც მეტად ცოცხალს გახდის, იქნება ეს ოჯახური შეკრებები თუ მოგზაურობები. 
  • Immersive Entertainment Without Boundaries — Galaxy XR თავისი 4K Micro-OLED დისპლეით უსაზღვრო გართობას გპირდებათ და პერსონალური თეატრის გამოცდილებას ქმნის. სამსუნგის ახალი მოწყობილობის საშუალებით რამდენიმე თამაშს ერთდროულად შეგიძლიათ ადევნოთ თვალი ან დაარედაქტიროთ 3D ვიდეოები Adobe-ს Project Pulsar-ით. ამგვარად, კრეატორებსა და გეიმერებს უფრო დიდ, იმერსიულ სამუშაო სივრცეს სთავაზობს ისე, რომ ამისთვის დამატებითი მონიტორები არ დასჭირდეთ. 

Samsung Galaxy XR უკვე ხელმისაწვდომია ოფიციალურ ვებგვერდზე, ფასი კი ამ დროისთვის 1799 დოლარია. 

რატომ არის ხელმძღვანელებისთვის მნიშვნელოვანი ემოციური ინტელექტის განვითარება

მასტერსი-საქართველო | ახალი სიტყვა ქართულ ჯუდოში