in

ყველაფერი Samsung Galaxy Z Flip4-ისა და Z Fold4-ის შესახებ

ელიტ ელექტრონიქსი, რომელიც სამსუნგის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში, ტექნიკის მოყვარულებს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს და ამჯერად Samsung Galaxy-ის ოჯახის ახალ წევრებს Galaxy Z Flip4-სა და Galaxy Z Fold4-ს წარმოგიდგებათ, რომლის პრეზენტაციაც 10 აგვისტოს გაიმართა, ხოლო მისი წინასწარი შეძენა 19 აგვისტოდან უკვე შესაძლებელია.

Galaxy Z სერიის მეოთხე თაობის დასაკეცი სმარტფონები დახვეწილი და არასტანდარტული დიზაინის წყალობით, ერთ ერთი ყველაზე პრაქტიკული, მულტიფუნქციური და კომპაქტური ფლაგმანია სამსუნგის ისტორიაში.

Galaxy Z Flip4

Z Flip-ის წინა ფლაგმანებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ რომ ახალი მოდელი გაუმჯობესებულია როგორც ტექნიკური, ისე ვიზუალური კუთხით. დაკეცილ მდგომარეობაში შთაბეჭდილება გვექმნება, რომ ტელეფონი წარმოადგენს მომცრო ზომის ნივთს, პატარა და ფუნქციური ეკრანით. გაშლილ მდგომარეობაში კი ის სრულიად სხვა, ძალიან თხელ, ფლაგმანურ სმარტფონად იქცევა.

უნიკალური დასაკეცი მექანიზმის წყალობით, Galaxy Z Flip4 კამერის სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს. ე. წ. Flex რეჟიმის საშუალებით შესაძლებელია ფოტო და ვიდეოს გადაღება დისტანციურად, ეკრანზე ხელის შეხების ან შტატივის გამოყენების გარეშე.

რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, ელემენტის მოცულობა 3,700 mAh-მდე გაიზარდა, რომლის 50%-მდე დასამუხტად, სუპერ სწრაფი დამუხტვის მეშვეობით, მხოლოდ 30 წუთია საკმარისი. მისი ჩარჩო ბრონირებული ალუმინის შენადნობისაგან შედგება, რომელიც იცავს დაზიანებებისგან, ხოლო სმარტფონის კორპუსი დაცულია IPX8 სტანდარტით წყლისაგან. Z Flip4 აღჭურვილია Snapdragon 8+ Ge n 1 პროცესორით და 120Hz ადაპტირებადი განახლების სიხშირით.

19 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით ელიტ ელექტრონიქსის მომხმარებლებს საშუალება აქვთ, შეიძინონ Galaxy Z Flip4 განსაკუთრებული შეთავაზებებითა და საჩუქრებით.

  • წინასწარი შეკვეთის დროს საჩუქრად მიიღებთ Galaxy watch4 40mm.
  • ისარგებლებთ Trade In აქციით, რაც გულისხმობს შეცვალე ძველი ახლით. თქვენ უნდა მოიტანოთ თქვენი ძველი სმარტფონი და გადაცვალოთ ახალში. დამატებით კი მიიღებთ 300 ₾ ვაუჩერს საჩუქრად.
  • ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ ელიტ ელექტრონიქსის 6-თვიანი შიდა განვადებით.

Z Flip4 ხელმისაწვდომია 4 ფერში: შავი, ლურჯი, ვარდისფერი და იასამნისფერი.

Galaxy Z Fold4

დასაკეცი სმარტფონების ისტორიაში Z Fold4 არის Samsung-ის მიერ შექმნილი ყველაზე მძლავრი, მულტიფუნქციური და ინოვაციური სმარტფონი. სტანდარტულ მობილურ მოწყობილობებთან  შედარებით, ის ბევრად მეტ შესაძლებლობას გვთავაზობს, რაც პირველ რიგში მისი ფორმიდან და კონცეფციიდან გამომდინარეობს. სტანდარტული ზომის სმარტფონი ხელის ერთი მოძრაობით 7.6-ინჩიანი ტაბლეტად კეთდება, რომელშიც ნებისმიერი სირთულის დავალების შესრულება მარტივად და ხარისხიანად არის შესაძლებელი.

თქვენ შეგიძლიათ ერთდროულად შეასრულოთ რამდენიმე ამოცანა, რაც სამსუნგის უახლესი ინტერფეისი One UI 4.1-ის დამსახურებაა. ის მაქსიმალურად არის მიახლოებული პერსონალური კომპიუტერის შესაძლებლობებთან. სამსუნგის Google-თან და Microsoft-თან თანამშრომლობამ უფრო მარტივი გახადა აპლიკაციებს შორის ინტერაქცია და გააუმჯობესა სმარტფონის მუშაობის ხარისხი.

Galaxy Z Fold4-ში გამოყენებულია 4nm-იანი Qualcomm-ის Snapdragon 8+ Gen 1  პროცესორი. წინამორბედ მოდელთან შედარებით, სმარტფონი აღჭურვილია 50 MP-იანი მთავარი კამერითა და ახალი თაობის ოპტიკური სტაბილიზატორით.

Galaxy Z Fold4-ის 7.6-ინჩიანი დინამიკური AMOLED ეკრანი გვთავაზობს 2K რეზოლუციას ადაპტირებადი სიხშირით. ფლაგმანს ასევე გააჩნია 4,400 mAh მოცულობის აკუმულატორი და 25W სიმძლავრის სწრაფი დამუხტვის შესაძლებლობა.

როგორც Z Flip4-ის შემთხვევაში, აქაც 19 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით ელიტ ელექტრონიქსის მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზებებითა და საჩუქრები ელოდება წინასწარი შეძენის შემთხვევაში.

  • წინასწარი შეკვეთის დროს საჩუქრად მიიღებთ Galaxy watch4 44mm.
  • ისარგებლებთ Trade In აქციით სარგებლობის შემთხვევაში მიიღებთ 400₾ ვაუჩერს საჩუქრად.
  • ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ ელიტ ელექტრონიქსის 6-თვიანი შიდა განვადებით.

Z Flip4 ხელმისაწვდომია 3 ფერში: შავი, მწვანე და კრემისფერი.

Samsung Galaxy Z Flip4-სა და Galaxy Z Fold4-ს წინასწარი შეკეთება შესაძლებელია, როგორც მაღაზიებში მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე ონლაინ.

სასკოლო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით ელიტ ელექტრონიქსი არაერთ სიურპრიზსა და სიახლეს გიმზადებთ სამსუნგის ყველაზე მოთხოვნად სმარტფონებსა თუ ფლაგმანებზე. ამიტომ არ გამოტოვოთ საუკეთესო შეთავაზებები და გვეწვიეთ როგორც ფილიალებში ისე ონლაინ ee.ge-ზე.

[პარტნიორის კონტენტი]

ჯეიმს ვების ტელესკოპმა იუპიტერის ახალი ფოტოები მოგვაწოდა

“2022 sounds like 1984” — კავშირი ორუელის დისტოპიურ სამყაროსა და დღევანდელობას შორის