in

Samsung Galaxy Z Flip5 და Z Fold5: ახალი სამყარო გაიხსნა

Samsung Electronics-მა 26 ივლისს ახალი, მეხუთე თაობის დასაკეცი მოწყობილობები Galaxy Z Flip5 და Z Fold5 წარადგინა. ინდუსტრიისათვის წამყვანი და გამორჩეული ფორმის ფაქტორით, ეს მოწყობილობები გთავაზობთ უნიკალურ გამოცდილებას. თავისი კომპაქტური დიზაინით, პერსონალიზაციის შესაძლებლობითა და მძლავრი მახასიათებლებით ეს სმარტფონები უდავოდ გამორჩეულია მსოფლიო ბაზარზე.

განახლებული Flex Hinge მომხმარებელს ახალ, ესთეტიკურად გაუმჯობესებულ და მეტად დაბალანსებულ გამოცდილებას სთავაზობს. ამ დასაკეცი მოწყობილობების უნიკალური FlexCam კი კამერის შეუდარებელ შესაძლებლობებს იძლევა, რათა შესაძლებელი გახდეს ფოტოებისა და ვიდეოების შემოქმედებითი კუთხით გადაღება. ძლიერი წარმადობითა და უახლესი, ოპტიმიზებული ელემენტით, Samsung Galaxy Z სერია სმარტფონების საუკეთესო შესაძლებლობებს ხსნის.

„სამსუნგი, დასაკეცი მოწყობილობებით სტანდარტების დაყენებისა და გამოცდილების გამუდმებით დახვეწით, რევოლუციას ახდენს მობილურ ინდუსტრიაში. ყოველდღიურად, უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ჩვენს დასაკეც სმარტფონებს, რადგან თითოეული მათგანი სწორედ იმ გამოცდილებას იძლევა, რომელიც ხალხს სურს და სხვა მოწყობილობაზე ვერ იღებს. Galaxy Z Flip5 და Galaxy Z Fold5 არის უახლესი მოწყობილობები, რომლებიც ადასტურებს ჩვენს ერთგულებას, დავაკმაყოფილოთ ჩვენი მომხმარებლების საჭიროებები ინოვაციური ტექნოლოგიების მეშვეობით“, განაცხადა TM Roh-მ, პრეზიდენტმა და Mobile eXperience Business-ის ხელმძღვანელმა Samsung Electronics-ში.

ინოვაციების ერთგულებითა და დასაკეცეკრანიანი მოწყობილობების პოტენციალის მტკიცე რწმენით,  Samsung Electronics მუდმივად აუმჯობესებს Galaxy Z სერიის ხაზს. Galaxy Z Flip5-ის ახალ, Flex Window-ზე კონტენტის შექმნიდან დაწყებული — Galaxy Z Fold5-ზე უწყვეტი, მრავალი ამოცანის შესრულებამდე, Galaxy Z სერია აკმაყოფილებს და აღემატება დღევანდელი მომხმარებლების ინდივიდუალურ და  განსაკუთრებულ საჭიროებებს.

ახალი Galaxy Z Flip5 და Z Fold5 სამსუნგის საქართველოს ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში მალე გაიყიდება. თვალი ადევნეთ სამსუნგის ოფიციალურ ვებგვერდს Samsung.com/ge, რათა არ გამოგრჩეთ სპეციალური შეთავაზებები.

[R]

„თუ ჯერ კიდევ ცხოვრობ, ნიშნავს, რომ კიდევ გაქვს სასწავლი“ – სალომე სულავას „თვითგანვითარების დღიური“

გაყიდვები, როგორც ინტერპერსონალური და მულტიკულტურული ურთიერთობების ხელოვნება