12
Apr
2017

Samsung წარმოგიდგენთ ახალ ამბიციურ და ინოვაციურ სმარტფონებს Galaxy S8 / S8+

12 Apr 2017

12 აპრილს, 20:00 საათზე კომპანია Samsung Elecrtronics, მედიის წარმომადგენლებს იწვევს ტექნოპარკში  –  Galaxy S8 / S8+ უახლესი მოდელის პრეზენტაციაზე. ღონისძიებას დაესწრება სამსუნგის სათაო ოფისიდან სპეციალურად მოწვეული წარმომადგენელი, ბატონი ეონ კიმი. წარმოდგენილი სმარტფონები მომხმარებელს სთავაზობს განუმეორებელ დიზაინსა და მეტ ეფექტურობას, კიდევ უფრო მეტი სისწრაფისა და სიმარტივისთვის.

პროდუქტი შექმნილია დღევანდელი მობილური ცხოვრების წესისთვის და უზრუნველყოფილია გაუმჯობესებული ფუნქციებით: დახვეწილი დიზაინი, უკეთესი ხარისხის კამერა, განვითარებული პროგრამის ფუნქცია და სერვისის შეუდარებელი წვდომა პროდუქტთან.

Galaxy S8 / S8+  აქვს უსაზღვრო ეკრანი. მის ეკრანს ფაქტიურად არ აქვს ჩარჩოები და დღეს არსებულ სმარტფონებს შორის Galaxy S8 / S8+ აქვს ყველაზე მაღალი ეკრანის თანაფარდობა კორპუსთან. ფაქტიურად მთელი სმარტფონი წარმოადგენს ეკრანს, რაც  ძალიან ეფექტურია. ეს სმარტფონი იმდენად შთამბეჭდავია, რომ ნებისმიერი სხვა სმარტფონი მის გვერდით გამოიყურება ძველმოდურად და არასრულყოფილად.

Galaxy S8 / S8+  აქვს სრულყოფილი ოპერაციული სისტემა და საოცრად დახვეწილი ინტერფეისი, რომელიც მომხამრებელს ანიჭებს სრულ თავისუფლებას.

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დღეს Galaxy S8 / S8+  ყველაზე დაცული სმარტფონია, რადგან  გამოიყენებულია პირადი ინფორმაციის დაცვისა და უსაფრთხოების სრულიად უპრეცედენტო, მრავალფეროვანი და მოქნილი მექანიზმები. გარდა სტანდარტული თითის ანაბეჭდის სკანერის, პასვორდის, ნახატისა და პინ კოდისა, Galaxy S8 / S8+ ში ინფორმაციის დაცვა შესაძლებელია თვალის ფერადი გარსის სკანერით.

Galaxy S8 / S8+ ში გამოიყენება Samsung – ის წარმოების თანამედროვე და საოცარი წარმადობის მქონე პროცესორი. ეს პროცესორი მუშაობს 8 ბირთვიანი სისტემით და იძლევა საოცრად მაღალ წარმადობას.

Samsung Elecrtronics ყოველთვის ცდილობს მედიას პირველს გააცნოს ყველა სიახლე და ინოვაცია, სანამ ფართო აუდიტორიისთვის გახდება ხელმისაწვდომი.

განხილვა