თუ თამაშები გიყვარს, შენთვის საინტერესო სიახლე გვაქვს – ერთი ახალი პერსონაჟი უნდა გაგაცნოთ! ეს არის ფლიპმენი, Samsung Georgia-ს პირველი ონლაინთამაშის მთავარი გმირი. ფლიპმენს დიდი მისია აქვს შესასრულებელი – მან ვაშლები უნდა შეჭამოს, ურჩხულებს თავი აარიდოს და თამაშის ფინალამდე 4 ტურის გავლით უნდა მივიდეს.
ფლიპმენის გმირი შემთხვევით არ არის შერჩეული. ის სამსუნგის დასაკეც მოდელს, Galaxy Z Flip 5-ს გამოხატავს და სახელი „ფლიპმენიც” სწორედ ამ მოდელის პატივსაცემად აქვს მინიჭებული.
თამაში მარტივი და სახალისოა. უბრალოდ უნდა შეხვიდე სამსუნგის ვებგვერდზე, დააჭირო ღილაკს „დაწყება” და მარტივი სვლებით გადახვიდე ტურიდან ტურში. ფლიპმენმა უნდა შეჭამოს ის ვაშლები და თეთრი წერტილები, რომლებიც გზად შეხვდება. ასევე, თამაში რის თამაშია, თუ რამდენიმე დაბრკოლებაც არ გადაგეღობა…ფლიპმენთან ეს დაბრკოლებები მკვლელი ურჩხულები არიან. მათთან დაჯახებით ის მოკვდება და ტური წაგებულად ჩაითვლება. სულ სამი ასეთი ურჩხულია და თუ მათ თავს ისე აარიდებ, რომ ვაშლების ჭამაც არ გამოგრჩება, ფლიპმენი შემდეგ ტურში გადავა.
ერთი ტურიდან მეორეზე გადასვლისას შეამჩნევ, რომ ისინი ფერების მიხედვით იცვლება. სულ ოთხი ასეთი ფერია: იასამნისფერი, მწვანე, კრემისფერი და რუხი. ეს პალიტრა ტყუილად არ არის არჩეული, რადგან დასაკეცი Flip 5-იც სწორედ ამ ოთხ ფერშია წარმოდგენილი და თამაშის შემქმნელებმა ეს ფერები თემატურად აარჩიეს.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ეს თამაში მხოლოდ დასაწყისია. წინ უფრო დიდი მისია გელის, რომელსაც Samsung Georgia მალე დააანონსებს.
ასე რომ, ითამაშე და მოემზადე სიურპრიზისთვის, რომელიც წინ გელოდება. როდესაც თამაში გასართობი დანიშნულების გარდა, საკონკურსო ფორმატსაც შეიძენს, შენ, ფლიპმენთან ერთად, ამისთვის უკვე მომზადებული იქნები!
[R]