ფლიპმენს მნიშვნელოვანი მისია აქვს! მან უნდა შეჭამოს ვაშლები და არ უნდა ჩაუვარდეს ხელში მკვლელ ურჩხულებს, რათა ფინალამდე მიაღწიოს და გამარჯვებული გახდეს. შენ შეგიძლია, დაეხმარო ფლიპმენს ამ ყველაფერში და მასთან ერთად გახდე თამაშის მთავარი გმირი!
ვინ არის ფლიპმენი?
ის Samsung Georgia-ს ახალი ონლაინთამაშის გმირია და სამსუნგის ყველა მომხმარებელს, თამაშის მოყვარულსა თუ უბრალოდ, კარგი პრიზების მოგებით დაინტერესებულ ადამიანებს ფლიპმენის ვირტუალურ სამყაროში ეპატიჟება, სადაც სახალისო თამაშით არა ვირტუალური, არამედ ნამდვილი პრიზების მოგებაა შესაძლებელი.
ყველა თამაშს რომ თავისი წესი აქვს, ალბათ, გეცოდინება…
ისევე, როგორც ზოგადად თამაშებში, ფლიპმენსაც თავისი წესები აქვს. იმისთვის, რომ ფლიპმენს დაეხმარო და პრიზები მოიგო, პირველ რიგში, აუცილებელია დარეგისტრირდე. ამისთვის მხოლოდ ელფოსტა და რაიმე ძლიერი პაროლის მოფიქრება დაგჭირდება, რომელიც მხოლოდ შენ გეცოდინება. ვერიფიკაციის ბმული მეილზე მოგივა და მასზე დაწკაპუნების შემდეგ უკვე ავტომატურად გახდები ფლიპმენის დამხმარე ვაშლების ჭამაში. შენ გარდა სხვებიც ხომ დარეგისტრირდებიან, ამიტომ აქ მოთამაშეთა სია დაგხვდება და იმასაც იხილავ, რომელ ადგილზე ხარ მათ შორის. თამაში ყველასთვისაა, ამიტომ ასაკობრივი შეზღუდვა არ არის, მაგრამ თუ არასრულწოვანი გაიმარჯვებს, უნდა გაითვალისწინო, რომ მას მხოლოდ უფროსებთან ერთად შეეძლება კუთვნილი ჯილდოს მიღება. ასევე, აუცილებელია, რომ მოთამაშე არ წარმოადგენდეს რაიმე ორგანიზაციას და იყოს კერძო პირი.
რადგანაც თამაშში ყველაფერი „მოსულა”, აქ ერთის მაგივრად სამი სიცოცხლე გეძლევა. მეტიც – სამივე მათგანი თუ დახარჯე, კიდევ გაქვს დამატებითი სიცოცხლის მოპოვების შანსი, თუკი გენერირებულ შეკითხვებს სწორად უპასუხებ. სულ ორი დამატებითი სიცოცხლის მოპოვება შეგიძლია დღეში.
აქვე ალბათ ისიც გაინტერესებს, ამ სიცოცხლეებს როგორ კარგავ – თამაში რის თამაშია, დაბრკოლება და მოწინააღმდეგე თუ არ შეგხვდა. ფლიპმენში სულ სამი მოწინააღმდეგე შეგხვდება და თუ მათ შეეხე, სიცოცხლეს კარგავ, თუმცა თუ ვაშლს შეჭამ, თამაში რამდენიმე წამს გაძლევს, რომ ურჩხული შეჭამო და გადახვიდე შემდეგ ტურში.
წაგება კარგი და მოგება როგორ ხდება?
ამ წესის გაცნობა უფრო სასიამოვნო და მამოტივირებელია. შენი ახალი გმირი, ფლიპმენი ქულებს ვაშლებისა და წერტილების ჭამით აგროვებს. 1 წერტილი = 1 ქულას; 1 ვაშლი = 5 ქულას, ხოლო თუ ვაშლი ახალი შეჭმული გაქვს, ურჩხულის შეჭმისთვის 10 ქულა დაგემატება. კონკურსი 24 ოქტომბერს დაიწყება და სამი კვირის განმავლობაში, 6 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ყოველ კვირას საუკეთესო მოთამაშეები გამოვლინდებიან. პირველ ორ კვირაში 10-10 გამარჯვებული დასახელდება, რომლებიც Samsung Galaxy Buds2-ს ან Samsung-ის უსადენო დამტენს მიიღებენ საჩუქრად, ხოლო მესამე კვირაში მხოლოდ სამი ადამიანი გაიმარჯვებს, რომლებმაც სამივე კვირაში ჯამურად ყველაზე მეტი ქულა დააგროვეს.
აქ ის უნდა გაითვალისწინო, რომ ერთი და იგივე მოთამაშე პირველ და მეორე კვირაში გამარჯვებული ვერ გახდება, თუმცა დასკვნით კვირაში უკვე შეუძლია მთავარი პრიზის მოგება. მთავარი პრიზი კი პირველი ადგილისთვის Galaxy Z Flip5-ია, ხოლო მეორე და მესამე ადგილოსნებისთვის Samsung Galaxy Watch6. სასურველი ფერის მოდელებს თავად აირჩევთ.
კიდევ რა უნდა გააკეთო მოგებისთვის?
პრინციპში, მეტი არაფერი. უბრალოდ გაერთო, ითამაშო, ფლიპმენს მიეხმარო და მოიგო საჩუქრები. ერთადერთი ის გაითვალისწინე, რომ კეთილსინდისიერად ითამაშო და არ გადაუხვიო თამაშის წესებს. ხომ იცი, რომ კონკურსი ყოველთვის პატიოსანი გზით უნდა მოიგო და თამაშის მთავარი გმირიც ყოველთვის მაშინ იმარჯვებს, თუ წესებს საგულდაგულოდ იცავს. თუ ფლიპმენმა შეგამჩნია, რომ რაღაცას არღვევ, თავისი ვირტუალური სამყაროდან ავტომატურად გაგაძევებს.
[R]