in

რას გვიმზადებს Samsung ყურსასმენების მიმართულებით და როგორია Soundcore-ის საუკეთესო ალტერნატივა სპორტისთვის

ბოლო ოთხი თვის განმავლობაში Sony-მ, Soundcore-მა, JBL-მა და Shokz-მა ბაზარზე უკვე წარადგინეს საკუთარი ახალი მოდელები. როგორც ირკვევა, ამ გლობალურ ტრენდს მალე Samsung-იც შეუერთდება. 20 აპრილს, SammyGuru-მ One UI-ის პროგრამულ უზრუნველყოფაში ახალი, ღია ყურსასმენების დიზაინი აღმოაჩინა. ეს ინფორმაცია მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ჯერ კიდევ გასულ წელს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კომპანია ძვლის გამტარობის ტექნოლოგიაზე მომუშავე მოდელის წარდგენას გეგმავდა. თუმცა, ახალი გაჟონილი მონაცემებით, რომლის მიხედვითაც მოწყობილობას სავარაუდოდ Galaxy Buds Able დაერქმევა, სრულიად სხვა სურათს ვიღებთ. ძვლის გამტარობის ნაცვლად, კომპანიამ ე.წ. clip-on დიზაინი აირჩია.

ასეთი სტილის ყურსასმენი ყურის ნიჟარას გარედან ერგება, ყურის არხის მიღმა თავსდება და ხმის გადასაცემად ჰაერის გამტარობას იყენებს. ეს ზუსტად ის დიზაინია, რომელიც ასე ძალიან პოპულარული Bose Ultra Open-ის, Sony-ს ახალი მოდელებისა თუ Soundcore-ისა და EarFun-ის ბიუჯეტური ალტერნატივების წყალობით გახდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თებერვალში Samsung-მა უკვე წარადგინა Galaxy Buds4 და Buds4 Pro. ექსპერტების ვარაუდით, ახალი მოდელების წლის დასაწყისშივე გამოშვება იმის მანიშნებელია, რომ სრულიად ახალ ღია ყურსასმენებს კომპანია ივლისში, Galaxy Fold-ის ახალ სერიასთან ერთად გაასაჯაროებს.

სანამ ბაზარი სამსუნგის სიახლეს ელოდება, საგაზაფხულო სეზონისა და გარე ვარჯიშების დაწყებასთან ერთად, მომხმარებლები უკვე აქტიურად ეძებენ სანდო აუდიო მოწყობილობებს. როცა საქმე სპორტს ეხება, მთავარი მოთხოვნა არა მხოლოდ ხმის ხარისხი, არამედ ყურში მყარად ფიქსაციაა. ამ კუთხით, ბიუჯეტურ სეგმენტში ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი Anker-ის Soundcore Sport X20-ია.

რაც შეეხება ჟღერადობას, ბასი საკმაოდ დინამიკურია, თუმცა არა გადამეტებული, რაც საყვარელი მუსიკის ფონზე ვარჯიშისას ადრენალინის მოსამატებლად იდეალური ბალანსია. ტექნიკური მახასიათებლებიდან განსაკუთრებით შთამბეჭდავია ელემენტის ხანგრძლივობა – ერთი სრული დამუხტვით ის 12 საათს ძლებს, ხოლო დამტენ ქეისთან ერთად ეს დრო დამატებით 48 საათით იზრდება. ეს მონაცემი მას მიმზიდველს ხდის არა მხოლოდ დარბაზში აქტიურად მოვარჯიშეებისთვის, არამედ ნებისმიერი ტიპის მომხმარებლისთვის.

წყარო: Mashable

დაცული ტერიტორიები: 8 მარტივი წესი, რომლითაც ბუნებას იცავ

შენი კრიპტოსტარტაპის იდეალური საწყისი – Colosseum-ის ჰაკათონი