„სამსუნგი“ Black Friday-მდე 1 კვირით ადრე, ჰოლოგრამის კვირეულს იწყებს. 16 ნოემბრიდან, თქვენ შეძლებთ მიბრძანდეთ კომპანიის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში და შერჩეულ მოდელებზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოთ.
იმისთვის, რომ აქციის ფარგლებში „სამსუნგის“ სმარტფონებზე ფასდაკლებით სარგებლობა შეძლოთ, უნდა ესტუმროთ: „სამსუნგის“ ბრენდ მაღაზიას, „ელიტ ელექტრონიქსის“, „ალტაოქეის“, „მეტრომარტის“, „არაი-სმაილის“ ან „მაგთის“ მაღაზიათა ქსელებს.
სმარტფონის შეძენისას, ყველას გვსურს, დავრწმუნდეთ, რომ გადახდილი ფასის სანაცვლოდ გარანტირებულ და ხარისხიან პროდუქტს მივიღებთ. შესაბამისად, არჩევანი კომპანიის არაოფიციალურ და ოფიციალურ პროდუქტს შორის ძალიან მარტივია. თუმცა მომხარებლების ნაწილი ვერ აცნობიერებს რისკებს და ფიქრობს, რომ თანხის დაზოგვით, ის მოგებული დარჩება. ტექნიკის მაღაზიაში მისული მომხმარებელი, სადაც არაოფიციალური პროდუქტის შეძენით თანხის დაზოგვის ილუზია იქმნება, ხშირად ექცევა არაკომპეტენტური კონსულტანტების ზეგავლენის ქვეშ, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს მომხარებლის ინტერესებს.
მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად, Samsung-ის წარმომადგენლობამ საქართველოში განახლებული ჰოლოგრამა წარადგინა, რომელიც დასტურია იმისა, რომ ბრენდის პროდუქტები შემოწმებულია, მორგებულია ადგილობრივ ქსელებს, განკუთვნილია, უშუალოდ, საქართველოსთვის და მასზე მოქმედებს სამსუნგის ოფიციალური გარანტია ავტორიზებულ სერვის-ცენტრებში.
სამსუნგი საშუალებას იძლევა ერთი კვირის განმავლობაში შეიძინოთ ოფიციალური სმარტფონები 20%-იანი ფასდაკლებით. შედეგად, მომხმარებელს კიდევ უფრო გაუმარტივდება სწორი გადაწყვეტილების მიღება, რადგან რეალურად, ოფიციალური პროდუქტი სულაც არ ნიშნავს ძვირს და არ არსებობს მიზეზი, უპირატესობა მიენიჭოს არაოფიციალურ პროდუქტს.
აქცია ვრცელდება მხოლოდ სამსუნგის ოფიციალურ სმარტფონებზე. გახსოვდეთ, რომ ჰოლოგრამა გიცავთ.
[R]











