in ,

Samsung-ი, ფოტოხელოვნება და ჰოლანდიელი მეთევზე

BOG
BOG

ბოლო დროს, მეთევზე რუნა ჯონსონი ფოტოგრაფიამ გაიტაცა. ის ამით ძალიან ბედნიერი იყო, თუმცა, მის მიერ აღბეჭდილი კადრები ხშირად ისეთი ბნელი გამოდიოდა, რომ ფოტოგრაფის ჩანაფიქრის გაგება ხშირად შეუძლებელი იყო.

BOG
BOG

რუნამ ამ პრობლემის გადაჭრა საკუთარი  ძალებით გადაწყვიტა. Instagram-ზე სურათის ქვეშ ვრცელ განმარტებას ურთავდა და ცდილობდა დამთვალიერებლამდე თავისი სათქმელი ამ გზით მიეწვდინა. სარეკლამო სააგენტო Cheil Worldwide-ის მიერ მომზადებულ ვიდეოში რუნა იმის შესახებაც წუხს, რომ იმ ადამიანის ფოტოს გარჩევაც კი შეუძლებელია, რომელმაც ის სიკვდილს გადაარჩინა.

Samsung-მა რუნას სიურპრიზი მოუმზადა. მას საჩუქრად Samsung-ის ახალი ტელეფონი Samsung Galaxy S7 ჩაუტანა და მისი გადამრჩენელი პოლონელი რადიკიც ჩაუყვანა. ამიერიდან, ტრანსფორმაციული ეფექტის საშუალებით, მის მიერ გადაღებულ ბნელ კადრებს, Samsung Galaxy S7-ის კამერა გაანათებს.

 

 

ასე რომ, რუნას უკვე შეუძლია Instagram-ის მომხმარებლებს და არა მხოლოდ მათ, თავისი თვალით დანახული სამყარო აჩვენოს.

როგორ უნდა მიყიდო ტურისტების მიერ დაყრილი ნაგავი ისევ ტურისტებს?! – “მასტერკლასი” მექსიკელებისგან

ვინ გახდა „ისთ ფოინთის“ მერი და რა ფუნქციებს შეასრულებს ის?