მომხმარებელთა კვლევის საერთაშორისო ასოციაციის ICRT (International Consumer Research & Testing) მიერ ელექტრონიკისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის დარგში ჩატარებული კვლების ფარგლებში სმარტფონები Samsung Galaxy S7, Galaxy S6 Edge, Galaxy S6, Galaxy S5 და Galaxy S4 საუკეთესო მოწყობილობებად აღიარეს. სამომხმარებლო გამოცდა პირველებმა მობილურმა ტელეფონებმა გაიარეს, როგორც ყველაზე გავრცელებულმა სამომხმარებლო კატეგორიამ. კვლევა 200 სხვადასხვა ფორმატის (დიდი სმარტფონები, ტაბლეტები და საშუალო ზომის სმარტფონები) ტელეფონს შორის ჩატარდა. თავდაპირველად გამოქვეყნდა 93 დიდი სმარტფონის კვლევის შედეგები.
„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მოწყობილობები ობიექტურად იმსახურებენ საუკეთესო შეფასებებს ტესტირებებში, რომლებიც სამომხმარებლო კვლევების სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით ეწყობა. ეს აღიარება ნიშნავს, რომ ჩვენ თვალყურს ვადევნებთ იმას, თუ რა მოლოდინი აქვთ მომხმარებლებს სმარტფონებისგან და შეგვიძლია მათი სურვილების წინასწარ გამოცნობა“, – კვლევის შედეგებთან დაკავშირებით საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს Samsung Mobile-ის ხელმძღვანელი.

ტელეფონების სამომხმარებლო მახასიათებლები უმსხვილესმა ევროპულმა საგამომცდელო ცენტრმა Müller-BBM (გერმანია) შეაფასა. შეფასება ხარისხისა და უსაფრთხოების 250-ზე მეტი მაჩვენებლის მიხედვით ჩატარდა, მათ შორის მოწყობილობის გამძლეობა, შიდა მეხსიერების მუშაობის საიმედოობა, ფუნქციონალურობა, სარეზერვო კოპირების ხარისხი, ელექტრომაგნიტური გამოსხივების მაქსიმალური სიდიდე (SAR), აკუმულატორისა და სენსორის მუშაობა და ხმის ხარისხი.
როგორც კავკასიაში ხარისხის სისტემის ხელმძღვანელმა გვაცნობა, „დღეს ჩვენი მომხმარებელი საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ელექტრონიკის შეძენის დროს ეყრდნობა საკუთარ გამოცდილებას ან თავად მომხმარებლების მიერ შედგენილ რეიტინგებს. ჩატარებული კვლევა ჩვენს მომხმარებლებს პირველად მისცემს შესაძლებლობას ჰქონდეთ წვდომა ობიექტურ ინფორმაციასთან, რომელიც ეფუძნება სერტიფიცირებული საერთაშორისო ორგანიზაციების მეთოდიკას“.

Samsung Electronics Co., Ltd. მოწინავე იდეების განხორციელებითა და ინოვაციური ტექნოლოგიების ცხოვრებაში დანერგვით, აფართოებს ადამიანების ცნობიერებას და ქმნის სამომხმარებლო ბაზრის მომავალს ტელევიზორების, სმარტფონების, მობილური მოწყობილობების, პლანშეტების, კამერების, საყოფაცხოვრებო ტექნიკის, პრინტერების, სამედიცინო მოწყობილობების, ქსელური სისტემების, ნახევარგამტარების და შუქდიოდური გადაწყვეტების სამყაროში. ინოვაციური განვითარების დარგში, «ჭკვიანი სახლის» (Smart Home) და «ციფრული ჯანდაცვის» (Digital Health) კონცეფციის რეალიზაციის წყალობით, კომპანია ინტერნეტ საგნების (Internet of Things) ერთ-ერთ ლიდერს წარმოადგენს. 84 ქვეყანაში 319 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ხოლო წლიური გაყიდვების მოცულობა 196 მლრდ. აშშ დოლარს შეადგენს. დაწვრილებით ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: www.samsung.com-ს და ჩვენ ოფიციალურ ბლოგს: global.samsungtomorrow.com.
[R]










