in

სტაჟიორები გიჟური იდეების განსახორციელებლად — Samsung-ის იუმორისტული რეკლამა

ბოლო პერიოდში იუმორით გაჟღენთილი კამპანიების ტენდენცია განსაკუთრებით აქტუალური გახდა, რაც Samsung-ის უახლესი ვიდეორგოლი მაგალითზეც აშკარაა. კრეატიულმა სააგენტო BBH USA-მ ბრენდის ახალი ტაბლეტების რეკლამისთვის იუმორი და შთაგონება გააერთიანა, რათა კრეატიულად წარმოედგინა Galaxy Tab S9 სერია.

BOG

სიუჟეტის მთავარი გმირები ზეტ თაობის სტაჟიორები არიან, რომლებიც პლანშეტის შესაძლებლობას, უსაზღვრო შემოქმედებითობის ძალას და მომავლის ამბიციებს განიხილავენ. თანაც ეს არა თუ სტანდარტული სისადავით ან მარტივი მინიშნებებით თუ ფუნქციების წარმოდგენით ხდება, არამედ ჩვეულებრივი გარემო ეპიკურ ზღაპრად გადაიქცევა…

„ზეტ თაობა აღიარებს კრეატიულობის ძალას, რაც ზოგადად ცხოვრებაში და კარიერაში წარმატების მისაღწევად აუცილებელია. ისინი იყენებენ პლანშეტ-კომპიუტერებს, რათა თავიანთი უნიკალური იდეები განახორციელონ; ძველი თაობები კი ამ მოწყობილობებს უფრო მეტად გართობასთან აკავშირებენ“, — ამბობს მეთიუ ლი, ბრენდის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

„ყველა ცუდი იდეა, რაც სტაჟიორობისას გვქონია, ბუნებრივია — ეს არის პერიოდი, როცა უამრავ საშინელ აზრს აყალიბებ იმ იმედით, რომ რაღაც ღირებულს წააწყდები. დღევანდელ სამყაროში კი აუცილებლად მოწინავე ტექნოლოგიებია აუცილებელი, გიჟური იდეების ხორცშესასხმელად“, — აღნიშნავს რაიან პოლსონი, BBH USA-ის კრეატიული დირექტორი.

როგორ შევიძინოთ ნამდვილი მეგობარი სამსახურში?

ბუნებაშიც ჩაანაცვლებს ჩიტს X? — WWF-ის კამპანია