დღევანდელ სამყაროში კარგად გამოძინება გამოწვევად იქცა. ჯერ ძილის ხარისხს უნდა ადევნოთ თვალი და შემდგომ ტიპებს, რათა უკეთ გაიგოთ თქვენი ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ… Samsung Unpacked 2024-ის ღონისძიებიდან კი მხოლოდ ახალი საკომუნიკაციო ფუნქციების შესახებ კი არა, იმ გზებზეც შევიტყვეთ, რომლითაც ბრენდი მომხმარებელთა ჯანმრთელობის მონიტორინგს აპირებს.
უკვე იცით, რომ Samsung Electronics-მა Galaxy Ring გამოუშვა, რომელიც ყველაფერთან ერთად, იდეალური კომპანიონია ძილის მონიტორინგისთვის. თანამედროვე სენსორებითა და ძილის AI ალგორითმებითაა აღჭურვილი. Sleep Insights-ს სთავაზობს მომხმარებლებს, რათა ძილის ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბებაში დაეხმაროს. ამას კი Samsung Health-ის აპლიკაციასთან ერთად აკეთებს, რათა მიაწოდოს მომხმარებლებს დეტალური, პერსონალიზებული ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
რაც შეეხება მომხმარებლებს, რომელთაც გარე აქტივობები იზიდავთ, იქნება ეს სირბილი თუ ველოსიპედით სეირნობა Galaxy Watch Ultra მათ იდეალურ ფუნქციებს სთავაზობს რთულ გარემოში ყოფნისას. სირბილის მოყვარულებს Multi-sport tiles-ს სთავაზობენ, FTP-ს კი ველოსიპედის მოყვარულებს, რა დროსაც AI მონაცემთა ანალიზს იყენებს და ვარჯიშის ოპტიმალური ინტენსივობისთვის პერსონალიზებულ HR ზონებსაც სთავაზობს მათ.
Galaxy Watch 7 ჯანმრთელობის შესახებ მრავალ ინსაითს გვაცნობს, მაგალითად, ქმნიან თუ არა მომხმარებლები თავიანთ რუტინებს Workout Routine-ით ან ადევნებენ თუ არა თვალს თავიანთი მაჯიდან 100 განსხვავებული ტიპის ვარჯიშს…
აღსანიშნავია, განახლებული BioActive Sensor-იც, რომელიც Galaxy Watch Ultra-სა და Galaxy Watch 7-ში გვხვდება. ოპტიკურ სენსორს გლიკაციის გაზომვა შეუძლია— მეტაბოლური ჯანმრთელობისა და ბიოლოგიური დაბერების ინდიკატორია, რომელზეც დიდად ზემოქმედებს ცხოვრების სტილი და კვების რაციონი. ეს მომხმარებლებს მეტად ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.
დაბოლოს, Energy Score ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებს ისეთ ინდიკატორებზე დაკვირვებით, როგორებიცაა აქტიურობის დონე, ძილის, გულის სიჩქარე ძილის დროს და ა. შ.