in

Samsung Joiiii TV – გაულამაზე გარემო საყვარელ ადამიანს

Joiiii სერიის ტელევიზორების სიმბოლური დიზაინი უახლეს პერსპექტივას წარმოადგენს  ტელევიზორების დიზაინის ინდუსტრიაში. ის აქცენტს მკვეთრ გამოსახულებაზე აკეთებს,  ამასთან ითვალისწინებს პრაქტიკულობას დიზაინში, რაც გულისხმობს  ტელევიზორის აღჭურვას უჩვეულო სადგამით, რომელიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად რეგულირებადი ოთხი ლითონის დგარით არის წარმოდგენილი. შედეგად, ჩვენ მივიღეთ ტელევიზორის ეკრანი ორი წყვილი მოხდენილი ფეხით, რომლებიც მას მარტივად უმაგრდება დამატებითი ხრახნებისა და ინსტრუმენტების გარეშე.  ტელევიზორის სადგამი საშუალებას იძლევა მომხმარებელმა ადვილად ატრიალოს ეკრანი საკუთარი მოთხოვნილებისამებრ, ისე რომ მოარგოს ინტერიერის ნებისმიერ დიზაინსა თუ ტელევიზორის სადგამ მაგიდას.

BOG
BOG

Joiiii მოდელის შექმნისას მხედველობაში იქნა მიღებული მომხმარებლებს შორის დამკვიდრებული ტენდეცია,  ტელევიზორის, როგორც დიზაინის შემადგენელ ნაწილად აღქმა. Joiiii TV 32-დიუმიან მოდელებს გააჩნიათ დახრის კუთხის რეგულირების რამდენიმე პოზიცია, შედეგად მომხმარებელს შეუძლია მარტივად მართოს ტელევიზორის  სადგარები.

Samsung Joiiii თანამედროვე და უნიკალური დიზაინის მეშვეობით, რომელიც ორგანულად ერწყმის ნებისმიერ ინტერიერს, თქვენს  ცხოვრებას დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს შემატებს და გაგილამაზებთ გარემოს.

გარდა დახვეწილი დიზაინისა, Joiiii-ს შემქმნელებმა არანაკლები დრო დაუთმეს იმას, რომ  ტელევიზორის ხმოვანებით სასიამოვნოდ გაეკვირვებინათ მომხმარებლები.  ფრონტალური დინამიკებისა და ხმის ოპტიმიზაციის სისტემის წყალობით,  ტელევიზორი უზრუნველგყობთ  წარუშლელი შთაბეჭდილებების სრული გამით, მიუხედავათ იმისა,  უყურებთ  ფილმს  თუ უბრალოდ ერთობით მეგობრებთან ერთად.

Joiiii აღჭურვილია ისეთი ფუნქციით, როგორიცაა Sound Mirroring, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს საკუთარი ტელევიზორი მობილურ მოწყობილობებს დაუკავშირონ   და გაახმოვანონ (გააჟღერონ) მუსიკა Bluetooth-კავშირის მეშვეობით. გახმოვანების ხარისხი ყველაზე მომთხოვნ მელომანსაც კი ვერ დატოვებს გულგრილს.

გაითვალისწინეთ, რომ მოცემული ტელევიზორები გაზაფხულის დღესასწაულებთან დაკავშირებით დაუჯერებლად მისაღებ ფასშია წარმოდგენილი. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ Joiiii-ს მოდელები 32K4100 და 40K5100 და მიიღოთ დაწვრილებითი ინფორმაცია Samsung-ის ოფიციალურ დილერებთან და Samsung-ის ბრენდ მაღაზიაში.

[R]

Portfolio Review – სწავლის დაფინანსების შესაძლებლობა კრეატიული ინდუსტრიით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის

რას ამბობენ ან რა შეიძლება თქვან შენზე?! – Nike-ის სამოტივაციო გზავნილი ქალბატონებს