in

Samsung-ის სატირული ვიდეორგოლი ახალი სმარტფონის ყიდვის შიშზე გვიყვება

სმარტფონების გაყიდვების გლობალური ვარდნის ფონზე, Samsung ტექნოლოგიის ზოგიერთი ენთუზიასტის შიშზე საუბრობს — ანუ, „სმარტფონის რებრენდინგზე“. კომპანია, რომელსაც 2022 წლის ივლისისთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი სმარტფონების ბაზრის წილი ჰქონდა, შემოდგომის გაყიდვების უფრო დატვირთული პერიოდისთვის გლობალური კამპანიით ემზადება. ეს უკანასკნელი დასაკეცი სმარტფონების უახლეს ხაზზე აკეთებს ძირითად აქცენტს, რადგან ბრენდი ცდილობს, ასეთი მოდელები უფრო პოპულარული გახადოს.

International Data Corp.-ის პროგნოზებს თუ დავეყრდნობით, დასაკეცი მოწყობილობების სეგმენტი 2025 წლისთვის $29 მილიარდი იქნება.

კამპანიის მთავარი იდეა კი ის არის, რომ მობილური კომპანიები ყოველწლიურად თითქმის ერთსა და იმავე მოდელებს ყიდიან, მხოლოდ რამდენიმე ფუნქციის დამატებით. თუმცა Samsung უფრო დიდ ინოვაციებს გვპირდება. „მობილური მოწყობილობების კატეგორია სტაგნაციას განიცდის და მომხმარებლები ერთფეროვნების ზღვას აწყდებიან. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენს დასაკეც მოწყობილობებს შეუძლია, ახალი სმარტფონების შექმნის მოტივაცია და შთაგონება შექმნას“, — აღნიშნავს სონია ჩანგი, ბრენდის მარკეტინგისა და Samsung Mobile-ის გლობალური გაშვების კამპანიის ხელმძღვანელი.

Wieden+Kennedy Amsterdam-ის მიერ შექმნილი ვიდეორგოლი იწყება ქალის კადრით, რომლის მეგობარიც მას ახალ Galaxy Z Flip 4-ს უჩვენებს. ერთი შეხედვით უწყინარი მომენტი ქალის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს. თავდაპირველად მთავარი გმირი სმარტფონების ბევრი მომხმარებლის აზრს აჟღერებს, როცა ირწმუნება, რომ „არასდროს გადავა“ რაღაც ახალზე. მისი მეგობარი კი დასაკეცი მოდელით სულ თან დასდევს.

„მე მიყვარს ჩემი ტელეფონი. მე ყოველთვის მიყვარდა ჩემი ტელეფონი. მე არასოდეს შევცვლიდი მას. მე მიყვარს ერთი და იმავე სმარტფონის ყიდვა ისევ და ისევ“, — იმეორებს მზარდი შფოთვით. მაგრამ რაც უფრო მეტ წინააღმდეგობას უწევს ქალი სიახლეს, მით უფრო ბევრი და მრავალფეროვანი ხდება ვიზუალური შეხსენებები: გადაშლილი წიგნი, ლანჩზე მომზადებული სენდვიჩი და იოგის დროს წელში მოხრილი პოზები.

ამ ამბის დასასრული გარდაუვალია. “Join the flip side”, — ასეთია კამპანიის სლოგანიც, რომელიც მაყურებელს Samsung-ზე გადასვლისკენ მოუწოდებს.

განსხვავებულობის წახალისება

„ერთნაირობის ზღვაში გამორჩევა შეიძლება ნერვების მომშლელი გამოცდილება იყოს. ჩვენ შევეცადეთ, Samsung-ზე გადასვლის შესახებ ზოგიერთი მომხმარებლის შფოთვა მხიარული, მაგრამ ოდნავ საშინელი ისტორიით გამოგვეხატა. ფსიქო თრილერი, როგორც ჩანს, შესანიშნავი ჟანრია ამ გრძნობების დასაფიქსირებლად და მათზე გასაცინად. საბოლოო ჯამში, განსხვავებული არჩევანი ან რაღაც ახლის ყიდვა ტრავმული გამოცდილება სულაც არ არის“, — აცხადებს W+K Amsterdam-ის კრეატიული დირექტორუ, ედ ოლჰაგარი.

სმარტფონების ინდუსტრია საეჭვო მდგომარეობაშია. გარტნერის ანალიზის თანახმად, პანდემიის დროს ზრდის შემდეგ, მობილური ტელეფონების გლობალური გაყიდვები წელს 7.1%-ით შემცირდება…

Netflix დედოფლის გარდაცვალების გამო The Crown-ის გადაღებებს აჩერებს!

„მწვანე” მშენებლობის კონცეფცია და მომხმარებლის ინტერესების დაცვა – Greenby Construction-ის წარმატების გზა