Samsung Maison Margiela-სთან გაერთიანდა ზუსტად იმისთვის, რომ Galaxy Z Flip 5 სმარტფონის განსაკუთრებული, მოდური ვერსია წარადგინოს. Margiela, ცნობილი თავისი „დეკონსტრუქციული და დახვეწილი დიზაინით“, სმარტფონების ლიმიტირებულ ვერსიას გთავაზობთ, რომელიც ბრენდის მინიმალისტურ დიზაინს უახლეს დასაკეც ტექნოლოგიასთან აერთიანებს.
გამოდის, Galaxy Z Flip 5-ით მომხმარებლებს შეუძლიათ, თავიანთი სმარტფონები საკომუნიკაციო საშუალებიდან თვითგამოხატვის ხელსაწყოდ აქციონ, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, ფრანგული მოდის სახლის ესთეტიკით შეიქმნება. ეს უნიკალურობა კი შავ, ვერცხლისფერ და მეტალის ფერებში გამოიხატება. აქ Flap Leather Case-საც ხედავთ, რომელიც ბუნებრივი შავი ტყავისა და ხელნაკეთი ნაკერებისგან დამზადდა.
ხოლო Flipsuit Case Margiela-ს საკულტო საღებავებითა და ციფრების დიზაინითაა წარმოდგენილი. ბრენდის სტილი შეფუთვის ნაკერებშიც კი იგრძნობა, რომელიც ატელიეებში გამოყენებულ ძველ ნიმუშებს მოგაგონებთ…
Galaxy Z Flip 5 Maison Margiela სულ მალე, 30 ნოემბრიდან გახდება ხელმისაწვდომი.