in

რატომ უნდა შევიძინოთ სამსუნგის მხოლოდ ოფიციალური ტელევიზორი?

ტელევიზორი ჩვენი ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნივთია. იმისათვის, რომ სასურველი გადაცემების, ვიდეოების, თამაშებისა და სპორტის ყურებით ვისიამოვნოთ,  ჩვენთვის საუკეთესო ბრენდს ვირჩევთ — საუკეთესო გამოსახულებითა და ფუნქციონალით.

სამსუნგის ტელევიზორის შეძენისას, გარდა ბრენდისა და ტექნიკური მახასიათებლებისა, აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება, ოფიციალურია თუ არა პროდუქტი. იმისათვის, რომ ჩვენ მიერ საქართველოში შეძენილი ტელევიზორი გარანტირებულად ახალი და ჩვენი რეგიონისთვის წარმოებული იყოს — აუცილებელია, იგი სამსუნგის პარტნიორების მაღაზიებში მოვიკითხოთ. ტელევიზორის ჩართვისას, პროგრამამ რეგიონი და ჩვენთვის სასურველი ენა უნდა აგვარჩევინოს. არაოფიციალური პროდუქტის შეძენისას კი, არსებობს რისკი, რომ იგი საქართველოში გაყიდვამდე იყო გახსნილი, მასში ჩაწერილია გაურკვეველი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც არ არის განკუთვნილი ჩვენი რეგიონისთვის.

ოფიციალური ტელევიზორების პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას გვაძლევს, გადმოვტვირთოთ და ვისიამოვნოთ ნებისმიერი ქართული აპლიკაციით — როგორიცაა Silk Go, Setanta, და სხვა. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი სამსუნგის ტელევიზორის ძებნის ველში ქართული აპლიკაცია არ მოიძებნა, დიდი ალბათობით ეს ტელევიზორი არ არის ოფიციალური პროდუქტი.

ოფიციალური პროდუქტის შეძენისას, მწარმოებლისგან 2-წლიან გარანტიას მიიღებთ და საჭიროების შემთხვევაში მომსახურებას გაგიწევენ სამსუნგის ავტორიზებულ სერვის ცენტრებში, სადაც მოგემსახურებიან კვალიფიციური ტექნიკოსები და გამოიყენებენ სამსუნგის გარანტირებულად ორიგინალ ნაწილებს.

შეგახსენებთ, რომ სამსუნგის ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან ალტა, ელიტ ელექტრონიკსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი, კონტაქტ ჰოუმი — ამ მაღაზიებში არ გარისკავთ და სამსუნგის ოფიციალურ ტელევიზორს შეიძენთ. ასევე, შეძლებთ, პერიოდულად ჩაერთოთ Trade-In აქციაში, მიიღებთ სხვადასხვა სახის საჩუქრებსა და ფასდაკლებებს ბრენდისგან.

[პარტნიორის კონტენტი]

„თუ რამე იდეაზე ფიქრობ, უბრალოდ ადექი და გააკეთე” – ასე შეიქმნა NIKE, უდიდესი სპორტული ბრენდი

სტარტაპი თვითმფრინავის საწვავს ალკოჰოლისგან მიიღებს!