21
Feb
2019

სამსუნგმა ახალი “ჭკვიანი საათი” წარადგინა

21 Feb 2019

სამსუნგისთვის “სმარტ” საათები ახალი არ არის. მას შემდეგ, რაც Apple-მა მსგავსი საათი გამოუშვა, სამსუნგმაც რეგულარულად დაიწყო მისი წარმოება. სულ ახლახან კი, სან-ფრანცისკოში გამართულ სამსუნგის კონფერენციაზე, სხვა, ახალ პროდუქტებთან ერთად კომპანიამ ახალი “ჭკვიანი საათი” წარადგინა. ძველი საათების მსგავსად, იგი კვლავაც ითვლის ნაბიჯებს, ზომავს მანძილსა და ფიზიკურ დატვირთვას. თუმცა, ამ საათებში სიახლე ის არის, რომ იგი უკვე თქვენს ძილის რეჟიმსა და წნევაზეც იზრუნებს. გარდა, ამისა, მას აქვს “სუნთქვის აპლიკაციაც”, რომელიც განსაზღვრავს, თუ რამდენად სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებით.

სამსუნგმა საათი ოთხ ფერში წარადგინა. წყალგამძლე საათი უსადენოდაც იმუხტება. მისი გაყიდვა 8 მარტიდან დაიწყება, ხოლო ფასი 200 დოლარი იქნება.

განხილვა