in

რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ სმარტფონს ოფიციალური ჰოლოგრამით?

„სამსუნგი“, საქართველოში, სმარტ მოწყობილობებისათვის ოფიციალურ ჰოლოგრამას იყენებს. ჰოლოგრამა სმარტფონის ყუთის წინა მხარეს არის განთავსებული, მასზე არსებული წარწერები ქართულ ენაზეა (ოფიციალური Samsung საქართველოსთვის), ხოლო ფონად საქართველოს რუკის კონტურია დატანილი. „სამსუნგის“ ოფიციალური ჰოლოგრამით თქვენ მარტივად შეგიძლიათ განასხვაოთ ოფიციალური პროდუქტი არაოფიციალურისაგან.

BOG
BOG

„სამსუნგის“ ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონის შეძენისას, თქვენ გარანტირებულად ახალ და ორიგინალ პროდუქტს ყიდულობთ.

ასევე, გაქვთ ოფიციალური გარანტია და ავტორიზებული სერვის ცენტრის მომსახურება. ჩვენი ტექნიკოსები მუდმივად გადიან სწავლებებს და მხოლოდ მათ აქვთ წვდომა ორიგინალ ნაწილებზე. ასევე, ისეთ სისტემურ პროგრამებზე, რომლის გარეშეც, საჭიროების შემთხვევაში, ბევრი პროგრამული შეცდომის მოგვარება უბრალოდ შეუძლებელია. ავტორიზებულ სერვის ცენტრში მიმართვისას, თქვენ სრულად ხართ დაცული მეორადი და არაორიგინალი ნაწილების გამოყენებისგან.

გარდა ამისა, ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონის  შეძენისას, თქვენ შეძლებთ, ისარგებლოთ ექსკლუზიური ფასდაკლებებით, პრომო აქციებით და ისეთი განსაკუთრებული შეთავაზებებით, როგორიცაა „Trade–In დაუსაზღვრო ეკრანის გარანტია“.

„სამსუნგ ელექტრონიქსის“ ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან: „ალტა“, „ელიტ ელექტრონიქსი“, „მეგატექნიკა“, „მეტრომარტი“, „მაგთი“. ასევე, ყველა ის მაღაზია, სადაც „სამსუნგის“ სმარტფონები მხოლოდ კომპანიის ოფიციალური ჰოლოგრამით იყიდება.

ყოველთვის გახსოვდეს, რომ ჰოლოგრამა გიცავს!

 

[პარტნიორის კონტენტი]

კრივი ოლიმპიადის ისტორიაში

ნიუ-იორკის ერთ-ერთ რესტორანში ფრი 200 დოლარად იყიდება