19
Apr
2019

რისგან იცავს და რა პრივილეგიას ანიჭებს მომხმარებელს „სამსუნგის“ ოფიციალური ჰოლოგრამა?!

19 Apr 2019

მომხმარებელს უხარისხო პროდუქტისა და მომსახურებისგან, „სამსუნგის“ წარმომადგენლების თქმით, სპეციალური მექანიზმები იცავს – როგორც კომპანიაში ამბობენ, ამის გარანტია ოფიციალური ჰოლოგრამაა. 

„ყველას სურს, შეიძინოს „სმარტფონი“ და ჰქონდეს გარანტია, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში მოემსახურება. თავისუფალი ვაჭრობის პირობებში, დადგა საჭიროება, შექმნილიყო დამატებითი მექანიზმები, რომელიც დაიცავდა მომხმარებელს უხარისხო პროდუქტისა და მომსახურებისგან. „სამსუნგის“ „სმარტფონების“ პრემიალური ხარისხისა და მომსახურების გარანტია ოფიციალური ჰოლოგრამაა, რომელიც ადაპტირებულია სპეციალურად ქართული ბაზრისთვის, აქვს წარწერები ქართულ ენაზე და ფონად საქართველოს რუკის კონტურია დატანილი“. 

რატომ ჰოლოგრამიანი პროდუქტი?! – კომპანიის წარმომადგენლები თქმით, „სამსუნგის“ ოფიციალური ჰოლოგრამით „სმარტფონის“ შეძენისას, მომხმარებელი გარანტირებულად ყიდულობს ახალ და ორიგინალ პროდუქტს.

„ოფიციალურ ჰოლოგრამიან „სმარტფონზე“ ვრცელდება „სამსუნგის“ ოფიციალური გარანტია, რაც გულისხმობს მაღალკვალიფიციურ მომსახურებას ავტორიზებულ  სერვის – ცენტრებში. საჭიროების შემთხვევაში, თქვენი „სმარტფონის“ დაზიანებული ნაწილები მხოლოდ ახალი და ორიგინალი დეტალებით შეიცვლება. ოფიციალური ჰოლოგრამით „სამსუნგის“ „სმარტფონები“ ადაპტირებულია ქართული ბაზრისთვის – შემოწმებულია და სრულად თავსებადია ადგილობრივი მობილური ოპერატორების ქსელებთან“.

„სამსუნგის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოფიციალური ჰოლოგრამით „სმარტფონის“ შეძენისას, მომხმარებელს შეუძლია, ისარგებლოს ექსკლუზიური ფასდაკლებებით, პრომო აქციებით და განსაკუთრებული შეთავაზებებით. ასეთებია, მაგალითად, „Trade–In“ და „უსაზღვრო ეკრანის გარანტია“.

„იმ შემთხვევაში, თუ თქვენს Galaxy S10-ზე უსაზღვრო ეკრანი დაზიანდა, „სამსუნგი“ გთავაზობთ 1 წლიან, სპეციალურ გარანტიას, რომლის ფარგლებშიც, მაღალკვალიფიციური ტექნიკოსები დაზიანებულ ეკრანს ახლით შეგიცვლიან“

რაც შეეხება Trade–In-ს, როგორც კომპანიაში ამბობენ, ეს შესაძლებლობა მათთვისაა, ვისაც სურს, ჰქონდეს „სამსუნგის“ უახლესი „სმარტფონი“ Galaxy S10  და ამასთან, მნიშვნელოვანი თანხა დაზოგოს.

„თუ თქვენ ხართ „სამსუნგის“ ოფიციალური „სმარტფონის“ მფლობელი, მაშინ გაქვთ შესაძლებლობა, „ჩააბაროთ“ თქვენი „სმარტფონი“ და შეიძინოთ უახლესი ფლაგმანი  ფასდაკლებით“.

„სამსუნგი“ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონს ამარაგებს,  სადაც განსხვავებული ელექტრონული ქსელი და მოთხოვნებია, მაგრამ, როდესაც მომხმარებელი ბრენდის „სმარტფონს“ ოფიციალური ჰოლოგრამით, საქართველოში ყიდულობს, როგორც თავად ამბობენ, დასამუხტად დამატებითი დამტენების ან გადამყვანების შეძენა აღარ სჭირდება.

„ასევე, არ მოგიწევთ სხვა ქვეყნებისთვის განკუთვნილი აპლიკაციებისგან შიდა მეხსიერების გასუფთავება. დარწმუნებულები იქნებით, რომ შეიძინეთ ორიგინალი პროდუქტი, გაქვთ„სამსუნგის“ ოფიციალური სერვის – ცენტრის გარანტია, სარგებლობთ ექსკლუზიური პირობებითა და აქციებით, რომლითაც კომპანია საკუთარ მომხმარებელს ხშირად ანებივრებს“.

„სამსუნგის“ წარმომადგენლების თქმით, ჰოლოგრამა შეფუთვაზე დატანილი უბრალო „სტიკერი“ არ არის. ის დაცვის უტყუარი მექანიზმია, რომელიც მომხმარებლის ინტერესებს იცავს და უზრუნველყოფს „სამსუნგის“ ყველა უპირატესობით სარგებლობის შესაძლებლობას.

„კომპანია „სამსუნგ ელექტრონიქსის“ ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან საყოფაცხოვრებო და მობილური ტელეფონების მაღაზიები – „ალტა – ოქეი“, „ელიტ ელექტრონიქსი“, „მეტრომარტი“, „მაგთი“, „სმაილი“. ასევე, ყველა ის მაღაზია, სადაც „სამსუნგის“ „სმარტფონები“ სპეციალურად საქართველოს ბაზრისთვის შექმნილი სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით იყიდება ყოველთვის. გახსოვდეთ, რომ ჰოლოგრამა გიცავთ. 

[R]

განხილვა