25
Mar
2019

„სამსუნგი“ გირჩევთ, ბრენდის სმარტფონი მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით შეიძინოთ

25 Mar 2019

კომპანია „სამსუნგი“ მომხმარებლებს ურჩევს, ბრენდის ნებისმიერი სმარტფონი, მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით შეიძინოს.

„ საქართველოში, „სამსუნგი“, სმარტფონებისთვის, მხოლოდ ბრენდის ოფიციალურ ჰოლოგრამას იყენებს, რომელიც ტელეფონის ყუთის წინა მხარეს არის განთავსებული. „სამსუნგის“ ამ ჰოლოგრამით თქვენ მარტივად შეძლებთ, განასხვაოთ ოფიციალური პროდუქტი არაოფიციალურისგან“.

როგორც „სამსუნგის“ ადგილობრივი წარმომადგენლები ამბობენ, ოფიციალური სმარტფონის შეძენისას, მომხმარებელს აქვს ოფიციალური გარანტია და ავტორიზებული სერვის ცენტრის მომსახურება.

„ ჩვენი ტექნიკოსები მუდმივად გადიან სწავლებებს და მხოლოდ მათ აქვთ წვდომა ორიგინალ ნაწილებზე. ასევე, ისეთ სისტემურ პროგრამებზე, რომლის გარეშეც, საჭროების შემთხვევაში, ბევრი პროგრამული შეცდომის მოგვარება, უბრალოდ, შეუძლებელია. ავტორიზებულ სერვის ცენტრში მიმართვისას თქვენ სრულად ხართ დაცული მეორადი და არაორიგინალი ნაწილების  გამოყენებისგან“.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, სმარტფონის ოფიციალური ჰოლოგრამით შეძენისას, მომხმარებელი, „სამსუნგისა“ და მისი ოფიციალური პარტნიორებისაგან, განსაკუთრებულ საჩუქრებს და ფასდაკლებებს მიიღებს.

„მხოლოდ „სამსუნგის“ ოფიციალური პროდუქტის შეძენისას შეძლებთ,  ისარგებლოთ აქციებით, როგორიცაა, მაგალითად, Trade-In – გაცვალოთ თქვენი სმარტფონი „სამსუნგის“ უახლეს ფლაგმანზე Galaxy S10e|S10|S10+, და/ან საჩუქრად მიიღოთ დამატებითი 1 წლიანი გარანტია ეკრანის შეცვალზე“.

„სამსუნგის“ ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან: „ალტაოექი“, „ელიტ ელექტრონიქსი“, „მეტრომარტი“, „მაგთი“, „სმაილი“ და ასევე ყველა ის მაღაზია, სადაც „სამსუნგის“ სმარტფონები სპეციალურად საქართველოს ბაზრისთვის შექმნილი ბრენდის ოფიციალური ჰოლოგრამით იყიდება.

[R]

განხილვა