in

Samsung-მა ოლიმპიელი სპორტსმენებისთვის პერსონალური მუსიკა შექმნა!

პროექტი სპორტსმენების მახასიათებლების გაუმჯობესებას ემსახურება

Samsung-მა და Optus-მა პერსონალური საუნდტრეკი Performance Enhancing Music წარადგინეს, რომელიც მეცნიერული პრინციპით შეიქმნა – სპორტსმენებში ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაგირების პროვოცირებისთვის. იგი სპორტსმენების მახასიათებლების გაუმჯობესებას ემსახურება.

ე. წ. იზოქრონული ტონები, კონკრეტული დარტყმების გამოყენებით, მუსიკაშია ინტეგრირებული – არსებითად, ეს არის ტონები, რომლებიც სწრაფად ირთვება და ითიშება მკაცრი ხმის იმპულსების შესაქმნელად. ისინი პერსონალურ მანტრებთან და თითოეული სპორტსმენის წარსულის წარმატების მომენტებთან ერთად გამოიყენება.

ამ ეტაპზე სიმღერები შემდეგი ოლიმპიელებისთვის შეიქმნა – მაკ ჰორტონი, პოპი სტარ ოლსენისა, სტეფ კატლი, დესლი ოუსუ, ლექსი მაკლანი და ალანა ვიტნალი. სპორტსმენების მეცნიერულ კვლევასა და ტესტირებას კი პროფესორი ფრენკ მილვარდი და დოქტორი დამიან ლაფონტი ხელმძღვანელობდნენ. მუსიკალური პროდიუსერები მუსიკოსებთან თანამშრომლობით ლოს-ანჯელესიდან, ტოკიოდან და მელბურნიდან ქმნიან სიმღერებს.

ამასთან, სამსუნგი იმედოვნებს, რომ მისი პროდუქცია Samsung Galaxies და Buds მუსიკასთან ერთად გახდება სპორტსმენების რეგულარული ვარჯიშისა და შეჯიბრებების წინა პროცესების ნაწილი. ასევე, ადამიანებს შეუძლიათ, ჩანაწერების საფუძვლები გამოიყენონ და მათი პერსონალიზაცია მოახდინონ, რათა საკუთარი უნიკალური მუსიკა ან PEM შექმნათ.

PEM კამპანია სარეკლამო სააგენტო CHE Proximity-ის მიერ იმართება და მოკლე დოკუმენტური ფილმით იწყება. იგი მხარს უჭერს ფილმების, ციფრული, სოციალური მედიის, გარე რეკლამისა და მედია ინტეგრაციის კონტენტს.

CHE Proximity-ის კრეატიულმა დირექტორმა რიჩარდ შოუმ და ჯერემი ჰოგმა განაცხადეს, რომ ოლიმპიადა ახლა ყველაზე დიდი მოვლენაა, ვიდრე ოდესმე.

სადაზღვევო კომპანია „ალფას“ სოციალური კამპანია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წასახალისებლად

მესის ეფექტი – პსჟ-ის ინსტაგრამს ერთ დღეში 20 მილიონი გამომწერი დაემატა