სმარტფონების მწარმოებლები შემდეგი საუკეთესო დასაკეცი მოდელის შესაქმნელად იბრძვიან და, როგორც ჩანს, ამ კუთხით Samsung ლიდერობს. ამის ფონზე, ამ ბრძოლაში Apple-ის არარსებობაც საგრძნობია.
Samsung, რომელიც 2019 წლის Galaxy Fold-ის შემდეგ აწარმოებს მოქნილ მოწყობილობებს, არ უარყოფს, რომ მისი „მთავარი“ კონკურენტი საბოლოოდ დაეწევა — ეს მხოლოდ დროის საკითხია. ანდროიდის საზოგადოებაში გავრცელებული ხუმრობების მიხედვით, ეფლი ცოტათი ნელია ახალი ფუნქციების დანერგვის კუთხით. ახლა კი სამხრეთ კორეის ტექნიკური გიგანტი კიდევ უფრო აძლიერებს ცეცხლს ახალი კამპანიით… ეს უკანასკნელი იმას ეხება, თუ როგორ აიძულებს Apple მომხმარებლებს, მოქნილ გაჯეტებს დაელოდონ.
პროგნოზებს თუ დავუჯერებთ, ეფლის პირველი დასაკეცი მოწყობილობა 2024 წლისთვის უნდა გამოვიდეს — თუმცა, სავარაუდოდ, ეს არა თუ სმარტფონი, არამედ iPad იქნება.











