Samsung საქართველოში უკვე წლებია, იყენებს ოფიციალურ ჰოლოგრამას. მისი საშუალებით, მომხმარებელს შეუძლია, მარტივად განასხვაოს ჩვენი რეგიონისთვის განკუთვნილი ოფიციალური „სმარტფონი“ არაოფიციალური და კონტრაფაქციული ტელეფონებისგან. დამცავი ნიშანი სამხრეთ კორეაში, სპეციალური ტექნოლოგიით მზადდება და მისი გაყალბების შესაძლებლობა ნულამდეა დაყვანილი.
და მაინც, რატომ არის აუცილებელი Samsung-ის „სმარტფონების“ მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით შეძენა?!
ოფიციალური ჰოლოგრამიანი „სმარტფონი“ ადაპტირებულია ადგილობრივი ბაზრისთვის, თავსებადია ქართული მობილური ოპერატორების ქსელებთან და ინტერნეტ თუ სატელეფონო კავშირთან პრობლემა არასდროს შეგექმნება. ამავდროულად, „სმარტფონს“ მოჰყვება აქსესუარები, რომლებიც საქართველოს რეგიონისთვის არის ადაპტირებული. ასევე – „სამსუნგის“ გარანტია და რაც მთავარია, ავტორიზებული სერვის ცენტრის მომსახურება, რომელიც კიდევ უფრო დაცულს გხდის, ვინაიდან იცი, რომ სერვის ცენტრში პროფესიონალი ტექნიკოსები მოგემსახურებიან და შენი მოწყობილობის დაზიანებულ ნაწილებს მხოლოდ ახალი და ორიგინალი ნაწილებით შეცვლიან.
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. „სამსუნგის“ ოფიციალური ჰოლოგრამით „სმარტფონის“ შეძენისას, შენ გელის გარანტირებული საჩუქრები!
Samsung უამრავ საინტერესო შემოთავაზებას გთავაზობს. მაგალითად, იმის მიხედვით თუ „სამსუნგის“ „სმარტფონის“ რომელ ოფიციალური მოდელს შეიძენ, საჩუქრად მიიღებ ყურსასმენს, ჭკვიან საათს, სხვადასხვა ნომინალიან ვაუჩერს ან სხვა მოწყობილობებს. რაც მთავარია, ნებისმიერი ფლაგმანის შეძენისას, გექნება უსაზღვრო, ეკრანის 1-წლიანი გარანტია – ერთი წლის განმავლობაში, ნებისმიერი მიზეზით გატეხილ ეკრანს, „სამსუნგი“ სიმბოლურ ფასად, საჩუქრად შეგიცვლის.
ოფიციალური „სამსუნგის“ შეძენისას, შეგიძლია ჩაერთო Trade In აქციაში!
ეს ნიშნავს, რომ შეგიძლია, მიიტანო და შეაფასო შენი ნებისმიერი ბრენდის და მდგომარეობის „სმარტფონი“ და შეიძინო, მაგალითად, Galaxy Note 20 Ultra, განსაკუთრებული ფასდაკლებით – ერთადერთი, რაც უნდა გააკეთო არის ის, რომ მიიტანო შენი „სმარტფონი“ Samsung-ის ოფიციალურ პარტნიორ მაღაზიებში, სადაც ტექნიკოსები შეამოწმებენ მის მდგომარეობას და შეაფასებენ მას ეკრანის, ელემენტისა თუ სხვა პარამეტრების მიხედვით. შედეგად, გადმოგეცემა ფასდაკლების ვაუჩერი (200-დან 3000 ლარამდე), რომელსაც გამოიყენებ „სამსუნგის“ უახლესი „სმარტფონების“ შესაძენად.
ახლა უკვე დარწმუნებით იცი, თუ რატომ უნდა შეიძინო Samsung-ის „სმარტფონი“ მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით, მაგრამ გაქვს კითხვა, სად შეიძლება ორიგინალი მოწყობილობის ყიდვა?! საქართველოში „სამსუნგის“ ოფიციალური პარტნიორი მაღაზიებია: „ალტა“, „ელიტ ელექტრონიქსი“, „მეგატექნიკა“, „მაგთი“, „მეტრომარტი“ და ყველა ის მაღაზია, სადაც Samsung-ის „სმარტფონს“ ოფიციალური ჰოლოგრამით იხილავ.
გახსოვდეს, ჰოლოგრამა გიცავს. და ახლა უკვე – გასაჩუქრებს.
[პარტნიორის კონტენტი]