29
Jan
2019

Samsung ეკოლოგიურად უსაფრთხო შეფუთვაზე გადადის

29 Jan 2019

„სამსუნგი“ უსაფრთხო შეფუთვაზე გადადის. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, პლასტმასის კოლოფებს ქაღალდით ან სხვა, ეკოლოგიურად სუფთა მასალით შეცვლიან.

mBank QR
mBank QR

მათი თქმით, 2019 წლის პირველ ნახევრიდან, ბრენდის ყველა პროდუქტი, მობილურის აქსესუარიდან დაწყებული საყოფაცხოვრებო ტექნიკით დამთავრებული, ეკოლოგიურად სუფთა შეფუთვით გამოვა. ამისთვის კომპანიამ დიზაინის, პროდუქტის განვითარების, შესყიდვების, მარკეტინგისა და ხარისხის მართვის კონტროლის მიმართულებით სპეციალური კადრები აიყვანა. 2020 წლიდან კი, „სამსუნგი“, პროდუქტის შეფუთვისა და ბუკლეტებისათვის მხოლოდ ბუნებისდამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ რეკომენდებულ ბოჭკოვან მასალებს გამოიყენებს.

„ახლა რესურსების გადამუშავებისაკენ ვისწრაფვით და გვინდა, რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მივაყენოთ გარემოს. მზად ვართ, გამოვიყენოთ ეკოლოგიურად სუფთა მასალა, თუნდაც ამან, ჩვენი პროდუქტების თვითღირებულება გაზარდოს“, – აცხადებენ კომპანიაში.

 

განხილვა