in

Samsung გლობალურ პრობლემებს ძველი სურათების გარდაქმნით ასახავს

Samsung-მა კლასიკური ფერწერული ნამუშევრების თავისებური ვერსიები გამოაქვეყნა — თითოეული მათგანი იმ სამწუხარო ფაქტებს ასახავს, რომლებიც ზეტ თაობას ყველაზე მეტად აწუხებს. უფრო კონკრეტულად, ციფრული მხატვრის, კვენტინ დივაინის მიერ შექმნილი სურათები ხელოვნების ძველ ნიმუშებს თანამედროვეობის პერსპექტივით „აცოცხლებს“, რათა გლობალური დათბობის, წყლის დაბინძურებისა „მარტოობის ეპიდემიის“ იდეები გადმოსცეს.

ეს ინიციატივა Samsung Solve For Tomorrow კონკურსის ნაწილია, რომლის მიზანიც ახალგაზრდების წახალისებაა, იპოვონ ინოვაციური გზები სოციალური პრობლემების გადასაჭრელად და, ამავდროულად, ამისთვის ტექნოლოგიები გამოიყენონ. ამის ფონზე, დიდ ბრიტანეთში 2 000 ახალგაზრდის გამოკითხვამ დაადგინა, რომ ყველაზე დიდ პრობლემად გლობალურ დათბობას აღიქვამენ (61%), რასაც მოჰყვება ცხოვრების ხარჯების ზრდა (55%) და რასობრივი უთანასწორობა (49%). 

ჯონ კონსტებლის ოდესღაც აყვავებული, მდინარისპირა სცენა ახლა უნაყოფოა და მის ადგილას მხოლოდ გამომშრალი მიწა, გამხმარი ხეებია.

სერ ჯონ ევერეტ მილეის ცნობილ ნამუშევარში კი შექსპირის პერსონაჟი დაბინძურებულ წყალშია — ნამსხვრევებით და პლასტიკური ნარჩენებით გარშემორტყმული. დაბინძურების თემას ეხება რიჩარდ უილსონის გარდაქმნილი სურათიც, რომელშიც ბუნებაში ლეიბები და სხვა ნაგავი ყრია.

მიუხედავად იმისა, რომ მარტოობის ეპიდემია არ არის ხელშესახები პრობლემა, ბევრი ადამიანი ებრძვის მას ჰიპერკავშირის ეპოქაში. ჟორჟ სერას ნამუშევარში ხალხით გარშემორტყმული კაცი სრულიად მარტო დარჩა.

დაბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ლორენს სტეფანის სურათით დივაინმა აჩვენა, რამდენად მარტოსული და ცარიელი გახდა სამყარო. მთლიანობაში, კვენტინ დივაინის მიერ შექმნილი სერია ცალსახად წარმოაჩენს იმ სოციალური საკითხებს, რომლებიც ახალგაზრდებს ყველაზე მეტად აწუხებთ.

ESA-მ მზის აქამდე უცნობი ფენომენი დააფიქსირა

Gotcha — სტარტაპი, რომელმაც მიკროემოციების ამომცნობი ტექნოლოგია შექმნა