in

Samsung-ის დასაკეცი სმარტფონით სელფის გადაღებას ხელის აწევით შეძლებთ

დასაკეცი სმარტფონები სოციალური მედია კამპანიით ბრუნდება. YouTube-ზე Samsung-ის Galaxy Z Flip4-სა და Z Fold4-ის Reserve-ის კამპანიას უკვე 15-მა მილიონმა ადამიანმაც კი უყურა! 

McKinney-სა და ჩეილის სააგენტოს მიერ შექმნილი კამპანია სამი ნაწილისგან შედგება. პირველი ჯერ კიდევ ივლისში გამოვიდა და მომხმარებლებს სმარტფონების წინასწარ შეძენისკენ უბიძგებდა. მათმა ტაქტიკამ ახალი მოწყობილობის მიმართ დიდი ინტერესიც წარმოშვა. 

ჩვენ ვამაყობთ, რომ ამ სამი ფილმის დახმარებით პროდუქტის გამოვლენა შევძელით. იგი Galaxy Z Flip4-ის უპირატესობებს აჩვენებს და ახალი მოწყობილობის გარშემო ინტრიგებსა თუ მღელვარებას აძლიერებს, — აცხადებს ნიო ჩანგი Cheil Dallas-ის აღმასრულებელი დირექტორი. 

შემოქმედების ახალი რაუნდი კი ტელეფონის გამოყენების უჩვეულო გზებს გვთავაზობს. თქვენ უკვე შეგიძლიათ სელფის გადაღებაზე იოგის კეთებისას ან აუზში გადახტომის დროს დაფიქრდეთ, თანაც, ამისთვის, უბრალოდ ხელის აწევა დაგჭირდებათ. 

საინტერესოა ისიც, რომ ამჯერად Samsung-ისთვის სამიზნე სეგმენტი „ახალგაზრდა, ურბანული, ტრენდების მიმდევრები არიან, რომლებიც ტელეფონს საკუთარი ცხოვრების სტილის ნაწილად თვლიან

თიბისიმ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ინოვაციური და ციფრული სერვისებისთვის 9 ჯილდო მიიღო

Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა