საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ნელ-ნელა პიკს აღწევს. ხშირად ეს ჩვენს მოტივაციასა და პროდუქტიულობაზე მოქმედებს. როგორც „სამსუნგის“ წარმომადგენლები ამბობენ, ამ სიტუაციაში ბრენდის S-Inverter 8 პოლუსიანი კონდიციონერი საუკეთესო გამოსავალია.

„როცა ძალიან ცხელა, ვრთავთ კონდიციონერს, მაგრამ მთლიანი ოთახის გაგრილებას საათები სჭირდება და იმაზე ვღელავთ, უაზროდ გაფლანგული ენერგიის გამო, თვის ბოლოს, დამატებით, რამდენი გვექნება ელექტროენერგიის გადასახადი. ბევრისთვის ნაცნობი სიტუაციაა. თუმცა, Samsung-ის ახალი, S-Inverter კონდიციონერების 8 პოლუსიანი ციფრული ინვერტირების ტექნოლოგიის წყალობით, ეს პრობლემები შეგიძლიათ, სრულად დაივიწყოთ“.
კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბრენდი ცდილობს, მომხმარებლის მოთხოვნისა და აზრის გათვალისწინებით, მრავალმნიშვნელოვანი ინოვაციები შექმნას.
„როდესაც საქმე კონდიციონერებს და ჰაერის გაგრილებას ეხება, ბევრისთვის პრობლემას გაგრილების სისწრაფე და ელექტროენერგიის დიდი გადასახადი წარმოადგენს. ახალი S-Inverter ტექნოლოგიით აღჭურვილი კონდიციონერების წყალობით ჩვენ გვჯერა, რომ ამ ორ პრობლემას სამუდამოდ დავავიწყებთ მომხმარებელს”, – ამბობს Samsung Electronics-ის სამომხმარებლო ელექტრონიკის ბიზნესის დირექტორი ჯიმი ტანი.
რა არის S-Inverter ტექნოლოგია და რაში დაგვეხმარება ის?
Samsung-ის ახალი კონდიციონერები აღჭურვილია სპეციალურად შემუშავებული 8 პოლუსიანი ციფრული ინვერტირების ტექნოლოგიით. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, სწორედ ამის ხარჯზე, ოთახი 30%-ით უფრო სწრაფად გრილდება, ვიდრე სტანდარტული, ინვერტორული კონდიციონერები.

„PowerBoost ტექნოლოგიასთან წყვილში, დრო, რომელიც კომპრესორს გაგრილების მაქსიმალური სისწრაფის მიღწევაში ესაჭიროება, მინიმუმამდეა დაყვანილი ნაკლები ხახუნით და ბევრად გლუვი ბრუნვებით, რის ხარჯზეც ის ბევრად ნაკლებ ხმას და ვიბრაციას გამოსცემს. საბოლოოდ სწორედ ამის ხარჯზე იზოგება ელექტროენერგია“.

Samsung-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ S-Inverter კონდიციონერები აღჭურვილია „სამმაგი ზრუნვის ფილტრით”. მათი თქმით, ის მაღალი სიმჭიდროვის გამწმენდია, რომელიც დაფარულია ანტიბაქტერიული და ანტივირუსული მატერიით და აკავებს მტვერს.
„ასევე, 99%-ით ანადგურებს ჰაერში მყოფი ვირუსების, ბაქტერიების თუ ალერგენების შემცველობას, როგორც კი ისინი ფილტრაციას გადიან. ეს ყველაფერი კი ნიშნავს იმას, რომ სიცხეში თქვენ და თქვენი ოჯახი დაცული იქნება“.
„კონდიციონერი, რომელიც გიცავთ თქვენ და დაცულია თვითონაც“
როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, S-Inverter კონდიციონერები გარე ფაქტორებისგანაც დაცულია.

„გარე აგრეგატი დამზადებულია ძლიერი, კოროზიის ამტანი მატერიით და სქელი ფირით, რომელიც მას ჟანგისაგან იცავს. ძაბვის უეცარი ცვალებადობისთვის, ასევე, გათვალისწინებულია ტექნოლოგია, რომელიც ეხმარება კონდიციონერს, შეინარჩუნოს ძაბვის კონტროლი და, ნებისმიერი ამინდის პირობებში, უზრუნველყოს მისი გამძლეობა. მომხმარებლის დამატებითი სიმშვიდისთვის, გათვალისწინებულია ციფრული ინვერტორული კომპრესორის 10 წლიანი გარანტიაც. ამრიგად, თუ ამინდი ზედმეტად ცხელი და გაუსაძლისი გახდება, საკმარისია, უბრალოდ, ჩართოთ Samsung-ის S-Inverter კონდიციონერი და გათავისუფლდეთ ფიქრებისგან, თუ როდის გაგრილდება ოთახი და რამდენი მოვა თვის ბოლოს ელექტროენერგიის გადასახადი“.
[R]














