15
Nov
2018

როგორი იქნება Samsung Galaxy S10-ის პროცესორი?

15 Nov 2018

veon
veon


“სამსუნგმა” სმარტფონის ახალი თაობის პროცესორის გამოშვება დაანონსა. როგორც ცნობილია, ჩიპით Exynos 9820 ბრენდის უახლესი ფლაგმანი Galaxy S10 იქნება აღჭურვილი. ახალ სმარტფონს ექნება ნეიროპროცესორი (NPU), რომლის საშუალებითაც მობილური ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიით შეასრულებს დავალებებს. სმარტფონს 8K რეზოლუციით გადაღების რეჟიმიც ექნება.

ახალი ჩიპი, წინამორბედთან შედარებით, ერთი დავალების შესრულებას 20%-ით სწრაფად შეძლებს, ხოლო მრავალამოცანიან დავალებას 15%-ით ნაკლებ დროში გაუმკლავდება. ამოცანებს, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტის ჩარევა სჭირდებათ, Exynos 9820 შვიდჯერ სწრაფად შეასრულებს, ვიდრე მისი წინამორბედი Exynos 9810.

აღსანიშნავია, რომ სისტემას აქვს სწრაფი LTE მოდემი, რაც 2.0 გბ/წმ სიჩქარით ჩამოწერს და 316 მბ/წმ სიჩქარით ატვირთავს მონაცემებს. 8K რეზოლუციით შესაძლებელი იქნება წამში ოცდაათი კადრის გადაღება, ხოლო 4K რეზოლუციის გამოყენების შემთხვევაში, 150 კადრის. ეკრანის რეზოლუციაც 3,840×2,400 და 4,096×2,160 პიქსელი იქნება.

“სამსუნგის” განცხადებით, Exynos 9820-ის მასიური წარმოება წლის ბოლოსთვის დაიწყება. როგორც ზევით აღვნიშნეთ, ბრენდის ახალი ფლაგმანი Galaxy S10 ამ პროცესორით იქნება აღჭურვილი. Galaxy S10-ის წარდგენა 2019 წლის თებერვალში იგეგმება.

განხილვა