22
Feb
2018

Samsung S9-ის დათვალიერება AR ტექნოლოგიის საშუალებით შეგეძლებათ!

22 Feb 2018

veon
veon


Samsung S9-ის გამოსვლის შესახებ უკვე გიამბეთ. გვაქვს ინფორმაცია მისი ვიზუალისა და მონაცემების შესახებ. რთულია თქმა, თუ დარჩა რაიმე, რაც სამსუნგის ახალი ფლაგმანის შესახებ არ ვიცით. თუმცა, როგორც ჩანს, კომპანიამ აქაც მოახერხა ყურადღების მიპყრობა და S9-ის გახსნისა და დათვალიერების შესაძლებლობა მისცა ყველა მსურველს, AR (Augmented Reality) ანუ ე.წ. გაფართოებული რეალობის საშუალებით. აპლიკაციის გადმოწერა შეგიძლიათ ამ ბმულიდან. ცდუნებას ვერ გავუძელით და აპლიკაცია გადმოვწერეთ, რომელმაც ინტრიგა კიდევ უფრო მეტად გაგვიმძაფრა – როგორც ჩანს, ახალი მოდელის დათვალიერება 4 დღეში შეგვეძლება.

განხილვა