13
Jan
2018

სამსუნგი თებერვალში Galaxy S9-ის წარდგენას გეგმავს!

13 Jan 2018

veon
veon


მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ Samsung Galaxy S8/S8+-ისა და Samsung Note 8-ის შთაბეჭდილების ქვეშ ვართ, სამსუნგი გაჩერებას არ აპირებს და თებერვალში, მობილურის მსოფლიო კონგრესზე, რომელიც 26 თებერვალს იგეგმება, მორიგ ფლაგმანს წარადგენს. როგორც ცნობილია Samsung Galaxy S9-ს ექნება ორმაგი კამერა. განსაკუთრებით გაგახარებთ ოპერატიული მეხსიერების მკვეთრი ზრდა (6GB-მდე), რაც ახალია S სერიის სმარტფონებისთვის. იგეგმება Samsung Galaxy S9+-ის წარდგენაც, რომელიც S8-ის შემდეგ, როგორც ჩანს ტრადიციად იქცა ბრენდისთვის. სმარტფონის შეძენა თებერვლის ბოლოსთვის უკვე შესაძლებელი იქნება.

თითის ანაბეჭდის სკანერი ეკრანში იქნება განთავსებული, ხოლო ზედაპირი წყლის წვეთების ასხლეტის ტექნოლოგიით იქნება დამუშავებული, როგორც ამას ვიდეოში გვიამბობენ. გაუმჯობესებული იქნება სტერეო სისტემაც.
როგორც ცნობილია, ახალი მოდელის ღირებულება, 720$-დან დაიწყება.

 

განხილვა