სამსუნგისთვის Wieden+Kennedy Amsterdam-ის მიერ შექმნილი უახლესი სარეკლამო კამპანია მშრალი ტექნიკური მახასიათებლების ჩამონათვალს სცილდება და გაზიარებული მომენტების ძალას ავლენს.
„ეს ყველაფერი მარტივი დაკვირვებით დაიწყო, რომ როდესაც შესანიშნავი მოწყობილობა გაქვთ საუკეთესო მომენტების დასაფიქსირებლად, მთავარი მათი სხვებისთვის გაზიარებაა. ჩვენი აზრით, დიდი ტექნოლოგიების მიზანია არა მხოლოდ მფლობელისთვის მინიჭებული სარგებელი, არამედ ზოგადად ადამიანების გამოცდილების გაუმჯობესება, რადგან კოლექტიური ჯილდო გაცილებით დიდია. Samsung-ის მომხმარებლების წახალისებით, რომ თავიანთი მოწყობილობების ძალა მსოფლიოს გაუზიარონ, სწორედ ამ პოტენციალის განბლოკვა გვინდა“, — ამბობს Wieden+Kennedy Amsterdam-ის კრეატიული დირექტორი, ედუარდ ოლჰაგარი.
ობიექტურად თუ შევაფასებთ, ყოველდღიურად ადამიანები ეპიკურ ისტორიებსა და მომენტებს ქმნიან სმარტფონების გამოყენებით, თუმცა ზოგჯერ ვერც კი ვიაზრებთ, როგორ იქცა კონტენტის მსგავსი გაზიარება კომუნიკაციის ახალ სახეობად.