in

Samsung-ის ბოტასით ტელეფონზე დარეკვაა შესაძლებელი

მაგიური ბოტასები ნამდვილად არ შემოუთავაზებიათ, მაგრამ იმაზე შევთანხმდეთ, რომ მასში რაღაც ინოვაციურია. ვინმესთვის თუ ოცნება ტელეფონის ცეკვით კონტროლი იყო, ახლა ამას Samsung რეალობად აქცევს. თუ ქუსლებს ერთმანეთს მიარტყამთ, ზარის განხორციელებაში დაგეხმარებათ, ხოლო თუ ჯექსონის ცნობილ moonwalk-ს მიმართავთ, მუსიკაც ჩაირთვება…

დიახ, ჩვენ Samsung Shortcut Sneaker-ზე გესაუბრებით, რომელიც ნამდვილად წარმოადგენს ერთ-ერთ გიჟურ იდეას ტელეფონის დისტანციურად კონტროლისთვის, მაგრამ ამასთან, კითხვასაც პასუხობს, რომელსაც დღეს ნამდვილად არ აქვს ბევრი პასუხი — როგორ აკონტროლებთ ტელეფონს, როცა ხელები დაკავებული გაქვთ? ახლა ამის შესაძლებლობას სწორედ ტექნოლოგიური გიგანტი იძლევა.

ხელების გარეშე კონტროლის საინტერესო მეთოდის საიდუმლო ინგრედიენტი 2 სენსორში იმალება, რომლებიც ფეხსაცმლის ქუსლთანაა მოთავსებული. კონკრეტული მოძრაობები, როგორც უკვე ვახსენეთ, უკუსვლა ან ფეხის მირტყმა მისთვის რაღაც ქმედებად ითარგმნება. თუმცა აქაც თამაშში ხელოვნური ინტელექტი შემოდის, რომელიც მიზანმიმართულ მოძრაობებს ჩვენთვის ჩვეული ყოველდღიური მოძრაობებისგან მარტივად განასხვავებს. თანაც როგორც ვიგებთ, ასეთი მხოლოდ 5 ქმედებაა… 

მართალია, ფეხის ჟესტების გამოყენების იდეა ცოტა ხმამაღლად ჟღერს, მაგრამ თუ გავითვალსიწინებთ იმას, რომ ჩვენი მოწყობილობების დისტანციური კონტროლისთვის არც ისე ბევრი ვარიანტი გვაქვს, ნამდვილად მისასალმებელია. თანაც დიდად არც სხეულის უხერხული მოძრაობები მოგიწევთ. 

Samsung Shortcut Sneaker-ის ყიდვაზე თუ დაგაფიქრეთ, თქვენთვის არც ისე კარგი ამბავი გვაქვს, მინიმალურია შანსი იმისა, რომ ამ ბოტასის ყიდვა შეძლოთ — მხოლოდ 6 წყვილი დამზადდება და სამსუნგის იღბლიან წევრებს გადაეცემა. თუმცა ვინ იცის, იქნებ სხვებმა აიტაცონ ეს იდეა და თქვენც შეძლოთ, მაგალითად, დედასთან ცეკვით დარეკვა…

დაბალი რისკი, მაღალი უკუგება — ინვესტირება უძრავ ქონებაში

უქომაგე საქართველოს ნაკრებს სელფის ფანზონებში გერმანიაში