in

Samsung-მა პარიზის ოლიმპიადისთვის ახალი AI ხელსაწყო გამოუშვა

Briano.ai
Briano.ai

სულ ახლახან გავიგეთ, რომ Samsung Galaxy-მ და Cheil-მა ShotControl AI-ის ინსტრუმენტი გამოუშვეს პარიზის ოლიმპიადისთვის, უფრო ზუსტად ჰოლანდიის 3×3 კალათბურთის გუნდისთვის. ეს უკანასკნელი ოლიმპიადისთვისაც სიახლეს წარმოადგენს. მარტივად რომ აგიხსნათ, კალათბურთის ყველაზე სწრაფი ვერსიაა, 10-წუთიანი თამაში, 3-3 მოთამაშით, ნახევარ მოედანზე, ტაიმაუტისა და მწვრთნელის გარეშე. 

რაც შეეხება ინოვაციურ ხელსაწყოს, ShotControl-ის სახელით გვაცნობენ და იგი ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებულ სპორტის ანალიტიკურ ხელსაწყოს წარმოადგენს, რომელიც მოთამაშეებს დეტალურ ინფორმაციებს აწვდის მათი თამაშის შესახებ. ხელსაწყო ანიშნებს მათ, მოედნის რომელი ადგილიდან შეძლებენ ზუსტი გადაცემის განხორციელებას. 

თუმცა ამისთვის ჰოლანდიის ეროვნულ საკალათბურთო სავარჯიშო სივრცეებში Samsung Galaxy-ის მოწყობილობების დაყენება მოითხოვეს, რათა სურათები გადაეღოთ და თითოეული მოთამაშისთვის ედევნებინათ თვალყური. შედეგად, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ShotControl-ის აპლიკაცია მრავალმხრივ მონაცემებს ამუშავებს მანამ, სანამ დინამიკურ რუკას შესთავაზებს მათ. ეს უკანასკნელი კი მოთამაშეებს ზუსტ შეფასებებს უზიარებს იმის შესახებ, თუ ვინ დგას საუკეთესო დარტმის წერტილში ბოლო 90 წამში.

დაბოლოს, ShotControl-ის გამოშვება ესპერტებს იმაზე მიანიშნებთ, რომ Samsung Galaxy-ის ტექნოლოგია სპორტში ახალ შესაძლებლობებს ბადებს…

ნეირომეცნიერები სტრესის შემსუბუქების 2-წუთიან ვარჯიშს გვაცნობენ

ნახეთ: ჯონი დეპის ტარო, რომელიც მსახიობის ცხოვრებითაა შთაგონებული