in

რატომ უნდა შეიძინოთ Samsung-ის „სმარტფონი“ მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით?! – „სამსუნგის“ ანიმაციური ვიდეორგოლი

რამოდენიმე დღის წინ, Samsung-ის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ საქართველოში ახალი ვიდეო რგოლი წარმოადგინა, რომელიც მომხმარებელს ჰოლოგრამიანი პროდუქციის შეძენის უპირატესობაზე მოუთხრობს. კომპანიის ოფიციალურ პროდუქციაზე განთავსებულია „სამსუნგის“ ქართულენოვანი ჰოლოგრამა და მასზე ერთიანი საქართველოს რუკის კონტურია დატანილი.

როგორც კომპანიაში ამბობენ, ოფიციალური ჰოლოგრამით პროდუქტის შეძენა ქართველ მომხმარებლებს რიგ უპირატესობებს ანიჭებს:

  • „სმარტფონი“ დაცულია ოფიციალური 1 წლიანი გარანტიით და მომხმარებელი ყიდულობს ნამდვილად ახალ და ორიგინალ პროდუქტს.
  • ჰოლოგრამიანი პროდუქტის მფლობელს „სამსუნგის“ ავტორიზებულ სერვის ცენტრში სერტიფიცირებული ტექნიკოსები მოემსახურებიან. საჭიროების შემთხვევაში, „სმარტფონის“ დაზიანებული ნაწილები კი მხოლოდ ორიგინალი ნაწილებით  ჩანაცვლდება.
  • შენაძენს კომპლექტაციაში მოჰყვება ორიგინალი აქსესუარები და კვების მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია სპეციალურად ადგილობრივი ბაზრისთვის.
  • „სმარტფონი“ თავსებადია ყველა ქართულ მობილურ ოპერატორთან და ხარვეზების გარეშე მუშაობს. ეს შემოწმებულია.
  • ჰოლოგრამიანი პროდუქტის შეძენისას, მომხმარებელს შეუძლია, მიიღოს განსაკუთრებული საჩუქრები და რაც მთავარია, მომავალში ჩაერთოს “Trade-In” პროგრამაში, რაც ძველი მობილურის ახლით ჩანაცვლებას გულისხმობს.

 

 

„შეგახსენებთ რომ ჰოლოგრამიანი „სმარტფონის“ შეძენა შეგიძლიათ Samsung-ის პარტნიორ მაღაზიებში: „ალტაოქეი“, „ელიტ ელექტრონიქსი“, „მეტრომარტი“, „სმაილი“, „მაგთი“. ასევე ნებისმიერ მაღაზიაში,  სადაც დარწმუნდებით, რომ ჩვენი „სმარტფონები“ იყიდება ოფიციალური ჰოლოგრამით“.  ჰოლოგრამა გიცავს“.

[R]

“კომფორტერი” მომხმარებლებს საქართველოს გარშემო ამოგზაურებს

მასაჟის ვირტუალური სალონი, მსოფლიოში პირველად, აშშ-ში იხსნება