სამეგობროს დიდი შეკრებები კარგ მუსიკასაც უკავშირდება. თუმცა პორტატიული დინამიკების უმეტესობა მაინც მოიკოჭლებს, ხმა კარგად არ ისმის და სრული დაფარვისთვის რამდენიმე მოწყობილობა ხდება საჭირო… სამსუნგის ახალი Sound Tower-ის მოდელები ST50F და ST40F სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას გვპირდება. თანამედროვე აკუსტიკურ ინჟინერიას სინქრონიზებულ LED ნათების სისტემასთან აერთიანებს, რომელიც მუსიკაზე რეალურ დროში რეაგირებს.
Samsung-ის Waveguide ტექნოლოგიით 240 ვატამდე ხმას გვაწვდის, რითაც თანაბარი ხმის სპექტრი იქმნება და დიდი სივრცეების ყოველ კუთხეში აღწევს. აქვე გვთავაზობენ Deep-ს მაქსიმალური დაბალი სიხშირეების ზემოქმედებისთვის, Punchy-ს ბასის მჭიდრო კონტროლისთვის და Gentle-ს დაბალანსებული მოსმენის გამოცდილებისთვის.
ხოლო 4 ხმის რეჟიმი: Standard, Wide, Stadium და Outdoor მომხმარებლებს აუდიოს კონკრეტულ გარემოზე მორგების შესაძლებლობას სთავაზობს, დაწყებული პატარა ეზოების შეკრებებით და დამთავრებული ღია ცის ქვეშ მოწყობილი დიდი ღონისძიებებით. ამ უკანასკნელში ხმის დაკარგვის საფრთხეც აღარ არსებობს.
რაც შეეხება Party Lights +-ის განათების სისტემას, მუსიკის რეალურ დროში ანალიზით Sound Tower-ს გასართობ ჰაბად გარდაქმნის, რითაც კონკურენტებს შორის უპირატესობას მოიპოვებს. სულ 6 ტიპის ნათებას გვთავაზობს, აქ Wave-ს, Trail-ს, Spark-ს, Breeze-ს, Flow-სა და Flare-ს ვხვდებით.
ST50F-ის მოდელი 18 საათი მუშაობს უწყვეტად, ხოლო ST40F 12 საათი. ჩანაცვლებადი ბატარეა კი საშუალებას გაძლევთ, ღონისძიება უწყვეტად წარმართოთ, რითაც ერთ-ერთი ყველასთვის ნაცნობი პრობლემაც გვარდება.
ამგვარად, Sound Tower-ის სერიები ძირითად პორტატიულ სპიკერებსა და პროფესიონალურ აუდიო სისტემებს ერთმანეთთან აახლოებს, სთავაზობს ხელმისაწვდომ, მაღალი ხარისხის გამოსავალს მასპინძლებს, რომელთაც ღონისძიებების წარმართვა კომპლექსური მოთხოვნების გარეშე სურთ.












