in

ყველაფერი, რაც Samsung-მა Summer Galaxy Unpacked 2023-ზე წარადგინა

veon
veon

სამსუნგმა სულ ახლახან განაცხადა თავისი პირველი დასაკეცი სმარტფონის შესახებ, მაგრამ უკვე მეხუთე თაობას გვაცნობს… Galaxy Unpacked-ის ტრადიციულ ღონისძიებაზე კომპანიამ რამდენიმე ახალი პროდუქტიც შემოგვთავაზა — Galaxy Z Flip5-ისა და Z Fold5-ის სახით უახლეს დასაკეც სმარტფონებს გვაცნობენ, ასევე Galaxy Watch6-ისა და Watch6 Classic-ის ჭკვიან საათებს და როგორც ყოველთვის, სამ ახალ ტაბლეტს Galaxy Tab S9-ის სერიებიდან.

ახლა კი დეტალურად განვიხილოთ ყველაფერი, რაც ახალი მოწყობილობების შესახებ უნდა იცოდეთ:

ახალი დასაკეცი სმარტფონები — Flip5 და Z Fold

მეხუთე თაობის Galaxy Z Flip5 უდავოდ ის მოწყობილობაა, რომელზეც წინა თაობის შემდეგ, მრავალ ცვლილებას გვთავაზობენ. დაკეცილ მდგომარეობაში კომპაქტური სარკისხელაა, თუმცა როცა გახსნით, ჩვეულებრივ სმარტფონს მოგაგონებთ. ახლა კი განახლებულ 3.4-ინჩიან (8.6 სმ) წინა ეკრანს გვთავაზობენ, რომელიც წინა მოდელებზე საკმაოდ დიდია და Motorola Razr+-იც კი შეიძლება მიამსგავსოთ. ამ ეკრანს სამსუნგი Flex Window-ს უწოდებს. შეგიძლიათ მრავალ ვიჯეტზეც ასქროლოთ — იქნება ეს კალენდარი, ამინდი თუ SmartThings, რათა იგი, ტელეფონის გახსნის გარეშე, უფრო დიდად იხილოთ.

ამასთან, Quick Reply-ის მეშვეობით შეტყობინებებს პატარა ეკრანიდან შეგიძლიათ უპასუხოთ, კლავიატურა კი შეტყობინებებშივე გამოჩნდება. გარე ეკრანით ფოტოს გადაღებისას თქვენს ობიექტს შეუძლია, დაინახოს კიდეც, როგორ გამოიყურება, როცა ღილაკს დააჭერთ… 

აღსანიშნავია ახალი Flex Hinge-იც, რომელიც Galaxy Z Flip5-ზეა წარმოდგენილი. ახალი დიზაინი სამსუნგის დასაკეც ტელეფონებს სრულად დახურვის საშუალებას აძლევს ისე, რომ ეკრანებს შორის სივრცე არ დარჩეს. როგორც ამბობენ, მექანიკური პრობლემებისადმი მეტად გამძლეც იქნება. ტელეფონზე არსებული ყველა შუშა Corning-ის Gorilla Glass Victus 2-ია და სმარტფონები IPX8 წყალგამძლეობის რეიტინგს ინარჩუნებს. მართალია, ოფიციალური შეფასებები მტვრისადმი გამძლეობის შემთხვევაში არ გვაქვს, მაგრამ Samsung-ის თქმით, უახლესი მოდელები საკმაოდ გამძლეა. კომპანიაში იმასაც აცხადებენ, რომ გასული წლის შემდეგ ტელეფონისთვის გამოყენებული გადამუშავებადი მასალების რაოდენობა გააორმაგეს. 

Fold5 წინა მოდელებზე თხელიცაა, შიდა ეკრანი 30%-ით ნათელია, რაც მზეზე უკეთეს ხილვადობას ნიშნავს. S Pen Fold Edition კი ციფრულ კალამს გვთავაზობს, რათა ეკრანზე ჩანახატებისა და ჩანაწერების გაკეთება შეძლოთ. სტილუსის ცალკე ყიდვასაც შეძლებთ. ესეც ახლა უფრო თხელია და მეტად კომფორტულიც გამოსაყენებლად. 

აქვე უნდა ვისაუბროთ პროგრამულ განახლებებზეც — Task Bar გაუმჯობესდა და იგი მეტ აპლიკაციას გაჩვენებთ, რომელთა გადატანას უკვე რამდენიმე თითით შეძლებთ. აი, მაგალითად დააკლიკეთ ფოტოს სამსუნგის გალერეაში ერთი თითით და გამოიყენეთ მეორე Notes-ის გასახსნელად, შემდეგ კი სურათი მასში ჩააგდეთ…

სხვა განახლებები სტანდარტულად გრძელდება: Flip5 128-ის ნაცვლად, ახლა უკვე 256 GB შიდა მეხსიერებითაა წარმოდგენილი და ორივე სმარტფონი უახლესი Qualcomm Snapdragon 8 Gen 2 ჩიპებით არის აღჭურვილი. რაც შეეხება კამერას, აქ უფრო მცირე ცვლილებებია; როგორც ამბობენ, სურათებში „ხმაური“ შემცირდება, უკეთეს კანის ტონებს შემოგვთავაზებენ და კამერა დაბალი განათების პირობებშიც კი უკეთ იმუშავებს. 

ამ ეტაპისთვის Galaxy Z Flip5 1000 დოლარი ღირს, ხოლო Galaxy Z Fold5 1800 დოლარი, მათი წინასწარ შეკვეთა უკვე შესაძლებელია. რაც შეეხება ოფიციალურ გაყიდვებს, 11 აგვისტოს დაიწყება. საინტერესოა ისიც, რომ წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში სამსუნგი მომხმარებლებს შიდა მეხსიერების გაფართოებას სთავაზობს, მაგალითად, თუ 256 GB-იან სმარტფონს შეუკვეთავთ, ისინი 512 GB-იან მოდელს შემოგთავაზებენ. 

3 ახალი ტაბლეტი — Galaxy Tab S9, Tab S9+ და Tab S9 Ultra

Samsung-ის ახალი ტაბლეტებიდან S9 ყველაზე პატარაა 11-ინჩიანი ეკრანით (27.94 სმ.), რასაც მოსდევს Tab S9+ 12.4-ინჩით (31.49 სმ.) და უდიდესი Ultra 14.5-ინჩიანი (36.8 სმ.) ეკრანით. 

ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ის არის, რომ ყველა მათგანს Dynamic AMOLED 2X-ის ჩვენება აქვს, რაც უკეთეს კონტრასტს გულისხმობს. სამსუნგი ტაბლეტებს ტელეფონებში არსებულ Vision Booster-ის ტექნოლოგიასაც ამატებს — გარშემო არსებულ სინათლეს ადგენს და ეკრანის სინათლეს არგებს მას, Apple-ის True Tone-ის მსგავსად. დინამიკები ახლა 20%-ით დიდია, IP68 წყლისა და მტვრის გამძლეობაც აქვს. S Pen სტილუსი კი შესანახად ან უსადენოდ დამუხტვისთვის ტაბლეტის უკან შეგიძლიათ, უკვე ნებისმიერი მიმართულებით მიამაგროთ.

DeX რეჟიმშიც მცირე განახლებებია, ინტერაქციული Task Bar-ის ჩათვლით. ეს უკანასკნელი დესკტოპის მსგავსი პროგრამის სიმულირებას ახდენს ტაბლეტზე, როცა მას კლავიატურას უკავშირებთ. ამ კლავიატურის შეძენა კი ცალკე მოგიწევთ…

უშუალოდ ფასები რომ განვიხილოთ, Galaxy Tab S9 800, Tab S9+ 1000 და Tab S9 Ultra 1200 დოლარი ეღირება. მათგან კი მხოლოდ Tab S9+ გაძლევთ LTE-ზე წვდომას. აქაც წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო, კვლავ უფასოდ გაუმჯობესებულ შიდა მეხსიერებას გთავაზობენ და ფასდაკლებას კლავიატურის წინასწარ შეკვეთის შემთხვევაში. 

ახალი ჭკვიანი საათები — Galaxy Watch6 და Galaxy Watch6 Classic

ჭკვიანი საათები 2 განსხვავებული ზომითაა წარმოდგენილი — Watch6 44 ან 40-მილიმეტრიანი ჩარჩოთი, Watch6 Classic კი 43 ან 47-მილიმეტრიანით. სამსუნგმა მექანიკურად მბრუნავი ჩარჩოც დააბრუნა. ეს მბრუნავი რგოლი Watch6 Classic-ზე მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, პროგრამაში ისე გადავიდნენ, რომ ეკრანზე თითებით რაღაცების ძებნა არ დასჭირდეთ. 

მეტიც, ჭკვიანი საათების ეკრანები 20%-ით დიდია წინა მოდელებზე და გაუმჯობესებული განათებაც აქვს უკეთესი ხილვადობისთვის. ახალი მოდელები Google-ის Wear OS 4-ზეც კი  იმუშავებს… რაც შეეხება ახალ Exynos W930 ჩიპებს, როგორც ამბობენ, ეს მომხმარებელთა გამოცდილებას კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

სამსუნგი ხაზს უსვამს ძილის რეჟიმის განახლებასაც, რომელიც მეტად სიღრმისეულ ანალიზს გთავაზობთ, რათა იმის გაგებაში დაგეხმაროთ, ზუსტად, რას გეუბნებათ ეს მონაცემები. National Sleep Foundation-თან პარტნიორობაც კი დაიწყეს, რათა ინდივიდუალური ძილის შეტყობინებები შემოგთავაზოთ, რომელიც მეტ უკუკავშირსაც მოგაწვდით.

Samsung Galaxy Watch6 Classic

Sleep Consistency კი გეტყვით, რამდენად რეგულარულია თქვენი ძილისა თუ გაღვიძების დროები, ხოლო Sleep Animal Symbol თქვენი ძილის ტიპს წარმოადგენს. ეს ყველაფერი Sleep Coaching-ის სისტემაში იქნება გაერთიანებული, რომელიც მეტ ქმედებას გთავაზობთ უკეთესად დასვენებისთვის. 

რაც შეეხება ფიტნესს, აქ ახალი პერსონალიზებული გულის მონაცემები დაგხვდებათ, რაც ვარჯიშის კუთხით გამოგადგებათ. Custom Workout-ის ხელსაწყო კი თქვენს რუტინას ადევნებს თვალყურს და უკვე არარეგულარულ გულისცემის შეტყობინებებსაც. Apple Watch Series 8-ის მსგავსად, Watch6 series-ის კანის ტემპერატურასაც კი აკვირდება.

Watch6-ის 40-მილიმეტრიანი მოდელის ფასი 300 დოლარია, ხოლო უფრო დიდი მოდელის $330; რაც შეეხება Watch6 Classic-ს, ფასები 400 და 430 დოლარს შეადგენს. 

„ხელოვნება ცხოვრების წესია“ — Hanyu Mu-ს მელანქოლიური ნამუშევრები

მოძრავი კადრების უძრავად დაფიქსირება — iPhone 14 Pro-ს შესაძლებლობების დემონსტრაცია ახალ კამპანიაში