in

Samsung-ის ყალბი ფანჯარა, საიდანაც მზის ხელოვნური შუქი შემოდის

veon
veon

Samsung-ის ინკუბატორის – C-Labs-ის სტარტაპმა SunnyFive-მა ყალბი ფანჯარა შექმნა, რომლის დახმარებითაც ბუნებრივი მზის სხივების სარგებელიც კი შეიძლება მივიღოთ. ეს დაახლოებით ისეთი რამეა, როგორიც ის სანათები, რომლებსაც სინათლის თერაპიისას იყენებენ (სეზონური ემოციური აშლილობის მქონე ადამიანებში). ფანჯარა ნატურალური სინათლის სპექტრს იმეორებს და შეუძლია გაიმეოროს ის რეალური ეფექტები, რომელიც ფანჯრიდან შემოსულ მზის სხივს აქვს. ამისათვის, სინათლის „შემოსვლის“ კუთხე ისე იცვლება, როგორც მზის ამოსვლისა და ჩასვლისას შეიცვლებოდა. ხოლო სპეციალური აპლიკაციის დახმარებით, მომხმარებელს შეეძლება „ფანჯრიდან“ შემოსული შუქის ფერი განსაზღვროს.

Samsung-ს თუ დავეყრნობით, ამ პროდუქტს ჩვენი D ვიტამინით უზრუნველყოფა შეუძლია (ისევე, როგორც მზის სხივებს). ფანჯარა კომპანიის ჭკვიანი სახლის ეკოსისტემის – SmartThings ნაწილია. 2020 წლის დასაწყისში, ეს პროდუქტი ღონისძიება CES-ზე იყო წარდგენილი და ამ დროისთვის მისი სახელი SunnySide იყო.

აღსანიშნაცია, რომ ჯერჯერობით SunnyFive-ის მიერ შექმნილი ყალბი ფანჯრის ფასი უცნობია, ისევე, როგორც ის, თუ როდიდან შეძლებს მომხმარებელი მის შეძენას. ცნობილია მხოლოდ ის, რომ დღეს „სამსუნგმა“ ოფიციალურად დაუჭირა მხარი 5 სტარტაპს მისი ინკუბატორიდან, მათ შორისაა SunnyFive. ეს კი იმას მოასწავებს, რომ პროდუქტს ბაზარზე გამოჩენა ნამდვილად უწერია და თან, უახლოეს მომავალში.

მიეცი საკუთარ თავს მწუხარების, გაბრაზების, შიშის უფლება და ასე გათავისუფლდები ამ ემოციებისგან

100 000 უფასო ავიაბილეთი ექიმებს ყატარის ავიახაზებისაგან