in

Samsung ექსტრემალური სიტუაციებისადმი გამძლე სმარტფონსა და ტაბლეტს უშვებს

veon
veon

დიახ, Samsung-ის ახალი მოწყობილობა შექმნილია მოლაშქრეებისთვის, მშენებლებისა და იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ექსტრემალურ სიტუაციებში უწევთ ყოფნა. Samsung Galaxy Tab Active4 Pro ტაბლეტი და Galaxy XCover6 Pro სმარტფონი სამხედრო დონის მოწყობილობების დაცვითა და 5G კავშირით არის აღჭურვილი. მაგრამ მათი ყველაზე საინტერესო მახასიათებელი მაინც მოსახსნელი ბატარეებია, რაც მის უფრო ხანგრძლივ სიცოცხლესაც უზრუნველყოფს. 

Galaxy Tab Active4 Pro და Galaxy XCover6 Pro შეესაბამება MIL-STD-810H-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მაღალ სიმაღლეებს, ექსტრემალურ ტემპერატურას, ვიბრაციისა და ტენიანობის ფართო სპექტრს უძლებს. ტაბლეტი Gorilla Glass 5 ეკრანებით არის აღჭურვილი, ხოლო სმარტფონი იყენებს Gorilla Glass Victus Plus ეკრანებს, როგორიც Galaxy Z Flip 4 და Z Fold 4 მოწყობილობებზე გვხვდება. ხოლო იმისათვის, რომ წყლისა და მტვრის მიმართ გამძლე იყოს IP68-ც აქვს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, Tab Active4Pro-ს მოსახსნელი ბატარეები ახლავს, თუმცა თქვენ მის გამოყენებას ბატარეების გარეშეც შეძლებთ, უბრალოდ შეაერთებთ მას და, თანაც, ისე, რომ მთლიანი ბატარეის ხანგრძლივობაზე ზემოქმედება არ მოახდინოთ. მსგავსად კი, Samsung უფრო მეტი ბიზნესის წახალისებას ისახავს მიზნად, რათა მისი მოწყობილობები გამოიყენონ. თანაც, ორივე მოწყობილობა Samsung-ის დესკტოპის სტილის DeX რეჟიმს გთავაზობთ. 

Galaxy Tab Active4Pro-ს 2 ვარიანტი აქვს, 64 და 128 GB-იანი მეხსიერებით, ხოლო XCover6 Pro მხოლოდ 128 GB-ით არის ხელმისაწვდომი. ორივე მოწყობილობას დამატებითი მეხსიერებისთვის 1 ტბ-მდე microSD გაფართოების სივრცეც აქვს და იმავე პროცესორზე მუშაობს. საინტერესოა ისიც, რომ ისინი პირველი მოწყობილობებია, რომლებიც 5G კავშირსა და Wi-Fi 6E თავსებადობას ერთდროულად წარმოგვიდგენს. Galaxy Tab Active4 Pro-ს ასევე აქვს ინტეგრირებული S კალამი, რომელიც Samsung-ს უფრო მეტ ინდუსტრიაში მოხვედრის შანსს აძლევს. 

თუმცა ჯერ კიდევ ამოცანაა, რამდენ ხანს გაძლებს ეს მოწყობილობები ველურ ბუნებაში… Samsung აცხადებს, რომ პროგრამული უზრუნველყოფის 4-წლიან განახლებას შემოგთავაზებთ, ხოლო უსაფრთხოებას 5 წლამდე ვადით. შესაძლოა, ეს ცოტად მოგეჩვენოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ დრო სწრაფად გადის და თქვენ მას არ უნდა ჩამორჩეთ. სულ მცირე, ბატარეების შეცვლა შეგიძლიათ, რათა ამ მოწყობილობებს სიცოცხლე გაუხანგრძლივოთ. 

17-19 ნოემბერს DataFest Tbilisi 2022 გაიმართება — რას უნდა ველოდეთ?

ხე, რომელიც საკუთარ თავსა და მიწას ფლობს — Terra0-ის პროექტი